საფრანგეთში Apple-ი გაყიდის განბლოკილ iPhone-ებს

ფრანგული კანონმდებლობის თავისებურებების გამო Apple-ი იძულებული ხდება იმოქმედოს საკუტარი წესების დარღვევით და გაყიდოს საფრანგეტში განბლოკილი iPhone-ი. ასეთი მოდელის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის უფრო მეტი იქნება, ვიდრე დაბლოკილისა — 399 ევრო. გაყიდვების დაწყება დაგეგმილია 29 ნოემბრისათვის, ამ დროისათვის გვეცოდინება განბლოკილი ტელეფონის ღირებულება.

თუმცა საფრანგეთი არაა ერტადერთი ქვეყანა ასეთი კანონმდებლობით. ასე რომ, სულმალე შესაძლებელი გახდება განბლოკილი iPhone-შეძენა ევროპაშიც და აზიაშიც.