სამ დღეში Apple-მა გაყიდა ნახევარი მილიონი iPhone-ი!

როგორც Cnet-ი გვატყობინებს, ღია გაყიდვაში გამოსვლიდან სამ დღეში Apple-მა გაყიდა ნახევარი მილიონი აპარატი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ანალიტიკური კომანიის Piper Jaffray-ს ექსპერტები. პარასკევის, 29 ივნისის საღამოს 6 საათიდან, შაბათის, 30 ივნისის ჩათვლით, ამერიკელებმა შეიძლინეს 200 ათასი iPhone-ი. კვირის სარამოსთვის გაყიდვების რაოდენობამ 500 ათას ცალს მიაღწია. ყველაზე პოპულარული მოდელია 8 გბაიტიანი iPhone-ი 600 დოლარად. ოთხგიგაბაიტიანი მოდელი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები ღირს (500 დოლარი).

დამკვირვებლები აღნიშნავენ Apple-ის სატანადო მომზადებას: მიუხედავად რიგებისა და აჟიოტაჟისა, არცერთი მყიდველი ხელცარიელი არ წასულა მარაზიიდან. პრობლემები წარმოეშვა AT&T-ს მაღაზიათა ქსელს. შეგახსენებთ, რომ შეთანხმების თანახმად iPhone-ით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ AT&T-ს ფიჭური ქსელის აბონენტებს.

iPhone-ი გახდა ყვალზე პოპულარული გაჯეტი სამომხმარებლო ელექტროსაქონელის ისტორიაში. მისი ზეგავლენა იმდენად დიდია, რომ მარტო მისმა ანონსმა გამოიწვია Apple-ის აქციების ფასების ზრდა, ხოლო შემდგომში გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოშვების შესაძლო გადადების შესახებ მოახდინა აქციების ფასის დაცემის პროვოცირება. iPhone-ის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია ღილაკების არქონა – კომუნიკატორის ყველა ფუნქციის მართვა ხორციელდება სენსორული ეკრანის მეშვეობით.