გამარჯობა მეგობრებო, მე აქ წლებია უკვე არ დამიწერია, ხანდახან პოდკასტს თუ დავდებ და ეგ არის. შესაძლოა ამ ბლოგმა ამოწურა თავისი თავი, ან მე არ მაქვს სურვილი წერის, ან კიდევ სხვა რამე მიზეზი შეიძლება იყოს. მაგრამ მე მაწიხებს ის აზრი, რომ ეს ბლოგი წლებია ასეა მოგდებული. არადა, წელს, 27 ივნისს 14 წელი უსრულდება. აბა! ცოტაა განა?
მე ბევრი სიხარული არ მაქვს ცხოვრებაში, მაგრამ ერთი მაქვს — ჩემი ეკა და ჩემი სანდრო ❤️
პრინციპში, მე სხვა ბევრი არაფერი მინდა, ოღონდ ესენი მყავდნენ კარგად, დანარჩენს ეშველება როგორმე.
მე კიდევ ვეცდები აქ ვწერო ხანდახან მაინც. არა ტექნოლოგიებზე აქ ნამდვილად აღარ დავწერ, უფრო ალბათ პირად ცხოვრებაზე. ვნახოთ, როგორ გამოვა.
მანამდე დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე! 🙂