სხვადასხვა საოპერაციო სისტემის ანალოგიების მიხედვით შედარება კომპიუტერულ ფოლკლორში ახალი თემა არ არის. ამიტომ ამ, ერთგვარად სახუმარო სტატიით ჩემს ბლოგშიც გავხსნა ახალი რუბრიკა. სადაც ვისაუბრებთ IT-სფეროზე, როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე ნებისმიერ ჭრილში, როგორსაც ჩავთვლით საჭიროდ ;)
მაშ ასე, Windows. Windows — მეგაპოლისია. თავისი ჩვეულებრივი პრობლემებით. ეკოლოგია, საცობები, კრიმინალი და ა.შ. თუ პირველ სართულზე ცხოვრობთ, არ დაგავიწყდეთ ფანჯრებზე გისოსების დაყენება. ასევე არ გირჩევთ რამით ხეტიალს პერიფერიულ უბნებში — გაგძარცვავენ.
მეორე მხრივ, აქტიური ცხოვრებისათვის — ყველაზე ხელსაყრელი ადგილია. ბიზნესის წარმოება, საერთოდ სამსახურის შოვნა — აქ ყველაზე დიდი შესაძლებლობებია. ადამიანებისათვის განსაკუთრებული მოთხოვნებით მოიძებნება კლუბები, სექციები, კურსები, ჟურნალ-გაზეთები და ა.შ. ხოლო რაც შეეხება პერვერსიებს, დევიაციებსა და სქესობრივ გაუკუღმართობებს, აქ ამით ვერავის გააკვირვებ.
Mac OS X — გერმანული პატარა ქალაქი, სადაც ცხოვრება გამოზომილად მიედინება. მაცხოვრებლები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მეგაპოლისში ცხოვრება საშინელებაა, იქ ეკოლოგია მოშლილია, საცობებია და ასევე კრიმინალიც ბობოქრობს. ხოლო მეგაპოლისის მაცხოვრებლები უსულგულო, გაუკუღმართებულები არიან და რომ „ჩვენთან ასე არასოდეს იქნება“. სულიერებას რაც შეეხება, მართლაც კარგადაა საქმე — პორნო არ შემოდის (ქალაქის მერმა აკრძალა), გასართობიდან — მხოლოდ ყველა პროზაული, ფეხბურთის ყურება, მაგალითად და ორიოდე გოლფ-კლუბი.
თუმცა ბოლო დროს ქალაქში მეგაპოლისიდან ჩქაროსნული მატარებელი დადის, ამიტომ ზოგიერთი მაცხოვრებელი ჩუმ-ჩუმად დაძვრება გამოსასვლელ დღეებში ქალაქში, სიგარეტის მოსაწევად და „ნაშების“ ასაყრელად. მეორე მხრივ, მეგაპოლისის ბევრი მაცხოვრებელი, რომელიც უკვე ძალიან დაიტანჯა ეკოლოგიური პრობლემებით, ფიქრობს პატარა ქალაქში გადმოსახლებას, ზოგი გადმოვიდა კიდევაც.
Linux — სოციალისტური ბანაკი, მთელი თავისი „მშვენიერებით“. ლოზუნგები „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა…“ მიმობნეულია ყველგან. გარწმუნებენ, რომ მხოლოდ მათთან ადამიანს ექნება ყველა აუცილებელი რამ ცხოვრებისათვის და თანაც უფასოდ — საკვები, ბინა, მედიცინა და განათლება. სინამდვილეში საკვები იაფფასიანი და უხარისხო ძეხვია, ბინა — ე.წ. „ხრუშოვკა“, ხოლო სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებში ბიუროკრატები მოკალათებულან. ის, ვინც გაბედავს და ასეთ ცხოვრებაზე აუგს იტყვის, ბურჟუაზიის დამქაშის იარლიყს აარტყამენ და ამხანაგურ სასამართლოზეც გამოაჭენებენ.
უცხოურ სუპერმარკეტებში ძეხვის დიდ არჩევანს ჰკიცხავენ. „One task — one program“. ძეხვი უნდა იყოს ერთი, ყველიც — ერთი, პურიც. საჭმელს ყველა თვითონ იკეთებს. მზა კერძები — ზედმეტობაა. რესტორანი — საერთოდ საზიზღარი ადგილია, იქ ხომ კერძში ფული უნდა გადაიხადო!
მიუხედავად ამისა, ბევრს სახლში ჩუმად ვიდეო-მაგნიტოფონი შეუძენია და „პლეიბოის“ კოლექციაც აქვს. ზოგიერთი საზღვარგარეთ გასეირნებასაც ახერხებს. მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის პარტიულ ყრილობებზე სიტყვით გამოსვლაში და კაპიტალისტური წყობის ძაგებაში. ყოველი სიახლე, სადაც მოთხრობილია ახალი, კიდევ უფრო მძლავრი ბირთვული ქობინის შექმნაზე, სიხარულით აღიქმევა, როგორც ბურჟუაზიული სამყაროს დასასრულის მომასწავებელი. და აი ასეა უკვე ოც წელზე მეტი ხანი.
iOS — კოტეჯური დასახლება, ბაპტისტების თემი. ისეთივე როგორც Mac OS, ოღონდ უფრო პატარა და კიდევ უფრო ეკოლოგიურად სუფთა. ყველა მაღაზია ქალაქის მერის საკუთრებაშია, ამიტომ მხოლოდ ის იყიდება, რასაც მერი ჩათვლის საჭიროდ. საქონონლის დიდი მრავაფერვონება არ გვხდება. არანაირი გაზიანი სასმელები — ისინი კბილებს აფუჭებს. ალკოჰოლსა და თამბაქოზე საუბარიც კი ზედმეტია. ზოგიერთმა მოახერხა და კონტრაბანდისტებისაგან დაიწყო აღნიშნულის შეძენა.
გაზიანი სასმელი ფლეშის პონტშია? :))))
ჰო :)
საღოლ ძაან მაგარია :D აინშტაინის სიტყვები გამახსენდა, ბებიას რომ უნდა აუხსნა :D
:)
ჰაჰააა გადაამლაშე მგონი, ლინუქსი გააჩნია დისტროს, სუსი სულაც არაა სოციალისტური, თან iOS ბევრად უფრო სოციალისტური გამოგივიდა ვიდრე ლინუქსი
ლინუქსი ახლაღა ხდება ნელ-ნელა „კაპიტალსიტური“, თუმცა ბობოლა პინგვინოლოგები (საქართველოში ამ ტერმინმა სხვა დატვირთვა მიიღო ბოლო ხანია) მაინც პროლეტარული სულისკვეთებისაა ;)