SDK-ში 3G iPhone-ის გამოსახულება აღმოაჩინეს?

MacRumors ფორუმის რამდენიმე მომხმარებელი, iPhone SDK–ის ბოლო ვერსიის ჩამოტვირთვის შემდეგ, 3G iPhone–ის გამოჩენის მორიგ დადასტურებას წააწყდა. ამჯერად აღმოჩენილ იქნა მცირე ზომის ხატულა. ალბათ ასეც არის, ჭორების თანახმად ახალი მოდელი დაახლოებით ამგვარად უნდა გამოიყურებოდეს.

ფაილი “iPhone.icns” აღმოჩნდა შემდეგ ადგილზე:

MacintoshHD>Developer>Platforms>Aspen.platform>Developer>Library> Xcode>Plug-ins>AspenSupport.xcodeplugin>Contents>Resources.

განსხვავებათაგან, ტელეფონის პერიმეტრზე შემჩნეულ იქნა ვიწრო ქრომირებული დაწახნაგება. აღსანიშნავია, რომ ქსელში ამგვარი ჭორები ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა, ამ გამუსახულების ბოლომდე ნდობა არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ იგი მეტად მცირე ზომისაა. შესაძლოა ეს iPhone–ის გამოსახულებების არასწორი ინტერპრეტაციაა. ზოგიერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ანალოგიური ხატულა SDK –ის წინა ვერსიებშიც ჰქონდათ შემჩნეული. ეს კი ნიშნავს, რომ იმ მომენტისთვის Apple–ს უკვე შექმნილი ჰქონდა ახალი iPhone.