ვებ-საიტი iPhoneAtlas-ი გვატყობინებს, რომ სერვისით Jailbreakme სამ დღეში ისარგებლა დაახლოებით 150 ათასმა iPhone-ის და iPod touch-ის მფლობელმა. პროგრამისტების შეფასებით, ამ პროგრამული უზრუნველყოფის ესოდენ აქტიური ჩამოქაჩვები მეტყველებს იმაზე, რომ განბლოკვა განხორციელდა დაახლოებით 100 ათას მოწყობილობაზე.
ამ ოპერაციის განსახორციელებლად, საკმარისია უბრალოდ ეწვიოთ საიტს http://www.jailbreakme.com/ მობილურ მოწყობილობაში ჩადგმული ბრაუზერის საშუალებით. პროექტის ავტორთა განცხადებით, მათი გადაწყვეტილება შესაძებლობას იძლევა გაიხსნას iPhone/iPod touch უცხო პროგრამების დასაყენებლად, ხსნის Springboard-ს, ააქტიურებს არა-AT&T ტელეფონებს, ასწორებს YouTube-ის მუშაობას „არაოფიციალურ“ iPhone-ებზე, აყენებს Installer.app v3.0b5 და ასწორებს ტელეფონის შიდა პროგრამული უზურნველყოფის უწესროგობებს.
წყარო: iPhoneAtlas