ამა წლის სამ მაისს Google-მა შეიძინა კომპანია BumpTop-ი, რომელიც დაკავებულია სამგანზომილებიანი ინტერფეისების შექმნით Windows-ისა და Mac OS X-ისათვის. სავარაუდოდ ამ შენაძენით ინტერნეტ-გიგანტს სურს Android-ისა და Chrome OS-ის ინტერფეისის გადატანა 3D-სივრცეში. თუმცა კუპერტინოც არ კარგავს დროს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში Apple-მა აიღო ორი საინტერესო პატენტი, რომლებიც გვიჩვენებენენ სტივის კომპანიის მუშაობას ამ მიმართულებით.
პირველ პატენტში ეფლი გვთავაზობს პირდაპირ დავუკავშიროთ სამუშაო დაფის ელემენტები მიმდინარე განათების წყაროსთან. პრაქტიკაში ეს ძალიან მარტივია: Apple-ის კომპიუტერები უკვე დიდი ხანია აღჭურვილია განათების სენსორებით, ახლა კომპანიას სურს ასევე სინათლის წყაროს მიმართულების გამოცნობაც. ამაზე დამოკიდებულებით შეიცვლება სამუშაო დაფაზე შუქ-ჩრდილების მიმართულებაც.
ზუსტად ასევე ეფლი გვპირდება, რომ შეცვლის ეკრანის საერთო სურათის პარამეტრებს, ფერთაგადაცემის ჩათვლით.
ძირითადი იდეა მაინც იმაშია, რომ კიდევ უფრო შემცირდეს სხვაობა რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. თქვენი საქაღალდეები და დოკუმენტები სამშაო დაფაზე უნდა გახდნენ თქვენი ჩაის ფინჯანის გარგძელება, რომელიც რეალურ მაგიდაზე დგას.
მეორე პატენტში კომპანია აღწერს სამგანზომილებიანი ვიჯეტების ახალ სისტემას, რომელთა წახნაგებზე შეიძლება ინახებოდეს სხვადასხვა ინფორმაცია. მომხმარებელს შეუძლია ატრიალოს ეს ვიჯეტები რეალურ დროში და მიიღოს საჭირო ინფორმაცია.
დავამატებ, რომ Mac OS X 10.7 ჯერ არის წარმოდგენილი. იქნება და მაგ ვერსიაში გვაჩვენებს ეფლი ახალ, სამგანზომიელბიან Finder-ს?