ცეცხლში არ იწვის, წყალში არ იძირება… არ ვიცი რამდენად არ იძირება, მაგრამ აი ცეცხლში რომ არ იწვის, ეს ფაქტია! ეს დაამტკიცა შვედმა ანდერს ნორმანმა.
ეს აღმოჩენა მან სრულიად შემთხვევით გააკეთა: მის სახლში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგები ფრიად სავალალოა – შენობა თითქმის სრულიად დაიწვა…


დაიწვა აგრეთვე მისი iMac-იც, უბრალოდ დადნა…

„როდესაც შეფსელში ჩავრთე კვების კაბელი, არც კი მქონდა იმედი, რომ ის ჩაირთვებოდა. ახლა წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც დინამიკიდან გავიგონე მისალმების ნაცნობი აკორდი… ეკრანი აინთო და კომპიუტერი მიუერთდა სახლის ქსელს.
მეტიც, მაუსიც გადარჩა. მას ჭიპიც კი უმუშავებდა. მე ჩავტვირთე Firefox-ი და საკმაოდ სწრაფად ვიპოვნე სტატია ჩემს სახლში მომხდარი ხანძრის შესახებ…“

რა უნდა ვთქვათ – პირდაპირ ფანტასტიკაა და… კიდევ ერთი საბაბი, რომ შევიძინოთ iMac! ;)
მემგონი გვატყუებენ ეგენი რაღაცას. ეტყობა ისეთ ადგილზე იდო, სადაც ხეცხლის ალი ვერ მიწვდა და უბრალოდ გაიჭვარტლა :D
აბა კარგად დააკვირდი ფოტოებს. საკმაოდ სერიოზულადაა დამწვარი.
არა მგონია რომ კარგი დღე დაადგა საწყალს. :)
სიაფანტობენ რაღაცას :D
ცეცხლგამძლე რო იყოს ჯობს სულ ენაზე ეკერებოდა ეგ :D
ვაა გამოვშტერდი :D კიდევ ერთი + apple-ს :)
ეფლი არა და მე ერთხე ჩემი Nokia აივნიდან ძირს გადამივარდა. საწყალი ასფალტს დაასკდა და დაიშალა. ამოვიტანე დავუჭირე ისევ ვინტებს და ვითომც არაფერიაო. პატარა ნაკაწრებს თუ არ ჩავთვლით გვერდზე, რომლითაც დაებრეხვა – სხვა მხრივ არც არაფერი.
ისე, IBM ნოუთბუქი ორჯერ გადმომივარდა მაგიდიდან :) მარა ახლა ცეცხლთან ეგ რა მოსატანია.
ძალიან ხიფათიანი ყოფილხარ! :)