IM+: Skype-ი იქნება iPhone-ზე

კომპანიამ ShapeServices ორშაბათს, 13 აგვისტოს, წარმოადგინა პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გამოვიყენოთ Skype-ი Apple iPhone-ზე. პროგრამის სახელია – IM+.

IM+-ის რელიზი ხელმისაწვდომი იქნება მას შემდეგ, რაც გამოვა ანალოგები სხვა პლათფომებისათვის: Windows Mobile, BlackBerry, Palm OS და Symbian, გვატყობინებს ITWire. IM+-ის დახმარებით მომხმარებლებს შეეძლებათ განახორციელონ ზარები Skype-ის ან SkypeOut-ის დახმარებით.

ბეტა-ვერსია ხელმისაწვდომია თავისუფალი ჩამოტვირთვისათვის აქედან. ფინალური ვერსიის გამოსვლის თარიღს მწარმოებლები არ ასახლებენ.