Snow Leopard-ის სრული მიმოხილვა, ნაწილი 3

ტესტები

ტესტებს შორის, რომლებშიც ირბისმა აჯობა ლეოპარდს, იყო დამარქაფების (ირბისი საშუალოდ 32%-ით უფრო სწრაფი იყო), გამორთვ ის, ვიდეოს H.264 ფორმატში კოდირების, PDF დოკუმენტების დათვალიერების, JavaScript-ბენჩმარკის Sunspider-ის, 2 გბ საქაღალდის დაარქივების, iPhoto-ში ფოტოების იმპორტის და Pages-ში დოკუმენტების გადაფურცვლის ტესტები. კიდევ ორ სხვა ტესტში უკეთესი აღმოჩნდა ლეოპარდი, ხოლო დანარჩენ ტესტებში შედეგები პრაქტიკულად იდენტური აღმოჩნდა.

ჩემს მიერ ირბისის რამდენიმეკვირაინი კვლევის სუბიექტური გამოცდილება ძირითადში შეესაბამება ლაბორატორიული კვლევების შედეგებს. როგორც ჩანს, ზოგიერთი ამოცანა ირბისზე უკეთ სრულდება, ზოგში – ცვლილება არაა. მთლიანობაშ ვფიქრობ, რომ მომხმარებელთა უმეტსეი ნაწილი გადაწყვეტს, რომ ირბისი უფრო სწრაფად მუშაობს.

მიუხედავად ამისა, იმ პროგრამულ უზურნველყოფას, რომელიც ირბისზე მუშაობს, აქვს შანსი უფრო აჩქარდეს მომავალში. ეს მოხდება იმის გამო, რომ ეფლმა დეველოპერებს ორი ახალი ტექნოლოგია წარმოუდგინა, რომელთა გამოყენების შემთხვევაში მიიღწევა აჩქარება.

პირველი მათგანი გახლავთ Grand Central Dispatch-ი, რომელიც პროგრამისტებს ეხმარება დაყონ პროგრამები მცირე ნაწილებად, რათა მათ უკეთ გამოიყენონ მრავალბირთვიანი პროცესორის შესაძლებლობები. პროგრამისტებს მოუწევთ გარჯა პროგრამის დაყოფისათვის, მაგრამ ეფლი ამბობს, რომ მათ იმედი აქვთ, რომ ეს გაცილებით მარტივი იქნება ვიდრე ადრე. შედეგად მივიღებთ უფრო სწრაფად მომუშავე პროგრამულ უზურნველყოფას.

მეორე ტექნოლოგია გახლავთ OpenCL – ეს არის სისტემა, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ პროგრამისტებმა სისტემაში არსებული გრაფიკული პროცესორის სიმძლავრეების მოსახმარად. ცალკეული ამოცანების გრაფიკულ პროცესორზე გადატანა ხელს შეუწყობს ძირითადი პროცესორის განტვირთვას, რაც ასევე ხელს უწყობს აჩქარებას.

შორსმიმავალ პერსპექტივაში კომპიუტერული წარმოება მიდის კიდევ უფრო მრავალბირთვიანი პროცესორების და ზემძლავრი გრაფიკული პროცესორების გამოშვებისაკენ. შესაძლოა, ახლა თქვენ მაკს არ ააქვს მძლავრი GPU, მაგრამ ირბისში ახალი ტექნოლოგიის დამატებით ეფლი საფუძველს უყრის მომავლის კომპიუტერებში არსებული სიმძლავრეების გამოყენებას.

სიმართლე ითქვას, არცერთი ეს ტექნოლოგია არ არის საფუძველი იმისა, რომ ირბისი შეიძინოთ, მაგრამ მომავალში შეძენილი მაკი გაცილებით უფრო სწრაფი იქნება.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა სტაბილურობაზე. როგორც წესი სისტემის ყოველი განახლება – ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ფუნქციონალურობის მატებაში და სტაბილურობის კლებაში. ეფლის ინჟინრებს თითქმის ორი წელი ჰქონდათ იმისათვის, რომ აღმოეფხვრათ ლეოპარდის ყველა პრობლემა. ეჭვი არაა, ახალ ფუნქციებს ახალი შეცდომები მოყვება. მაგრამ სიხარულით მინდა გაუწყთ, რომ საერთო ჯამში ირბისი ისეთივე სწრაფი და სტაბილურია. დიახ, მე გახლდით მოწმე Safari-ს რამდენიმე დაცემისა და მომიწია მენახა Mail-ის რამდენჯერმე ავარიული დასრულება. მიუხედავად ამისა არ ვნანობ, რომ ლეო-დან ირბისზე გადმოვედი.

Macworld-ის რჩევა მომხმარებლებს

Snow Leopard-ი გახლავთ ოპერაციული სისტემის ყველაზე იაფი განახლება ბოლო 8 წლის განმავლობაში. გარანტირებულად, რომ ეს არის განახლებების და ფუნქციების კოლექცია. მაგრამ ფასი იმდენად დაბალია, რომ უბრალოდ ვალდებულიხ ართ რომ შეიძნოთ ახალი ოს-ი.

წყარო: MacWorld