Steam Mac-ისათვის გაეშვა

დაასრულა რა ბეტა-ტესტირების პერიოდი, კომპანიამ Valve ოფიციალურად გახსნა თავის ინტერნეტ-სერვისზე წვდომა. მისი საშალებით შესაძლებლობა გეძლევათ შეიძნოთ ახალი თამაშები, ჩამოტვირთოთ განახლებები და ითამაშოთ ინტერნეტის საშუალებით. ერთხელ ყიდულობთ თამაშს და საშუალება გეძლევათ ჩამოტვირთოთ როგორც მაკ, ასევე ვინდოუს ვერსია.

მაკ-ვერსიის გახსნის მომენტისათვის კატალოგში მოცემულია სამოცამდე თამაში, მათ შორის Portal, Torchlight და Civilization IV. ინტერესის მომატების მიზნით 24 მაისამდე შეგიძლიათ Portal-ი უფასოდ გადმოტვირთოთ. ამისათვის დააყენეთ პროგრამული უზრუნველყოფა აქედან.