სტივ ჯობსი — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია ბოლო 25 წლის განმავლობაში

Apple-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სტივ ჯობსმა მესამე ადგილი დაიკავა რეიტინგში იმ პირებს შორის, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს ბიზნესზე ბოლო 25 წლის განმავლობაში.

ჯობს წინ უსწრებენ Microsoft-ის მეპატრონე ბილ გეიტსი და აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველი ალან გრინსპენი (Alan Greenspan). გამომცემლობა აღნიშნავს, რომ ბილ გეიტსი, რომელმაც პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე დომინირებას მიაღწია ხისტი ბიზნეს-ტაქტის წყალობით, რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილანტოპად, რომელიც ხარჯავს თავის ქონებას ქველმოქმედებისათვის. გრინსპენს თანამდებობა ეჭირა ისტორიაში აშშ-ს ყველაზე ხანგძლივი ეკონომიკური ექსპანსიის განმავლობაში.

Apple-ის დამფუძნებელმა სტივ ჯობსმა აგრეთვე მოასწრო შეექმნა ცნობილი მულტსტუდია Pixar-ი, ხოლო მოგვიანებით, როდესაც იგი დაბრუნდა კომპანიაში 1997 წელს, – ისეთი პროდუქტები, რომლებიც თანამედროეობის სიმბოლო გახდა, – iMac, iPod, iTunes და iPhone.

ჯობსის და გეიტსის გარდა რეიტინგში, რომელშიც შედის 25 ადამიანი, აგრეთვე მოხვდნენ მაღალი ტექნოლოგიების სხვა წარმომადგენლები – Google-ის დამფუძნებლები ლარი პეიჯი (Larry Page) და სერგეი ბრინი, Intel-ის ხელმძღვანელი ენდი გროუვი (Andy Grove), Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბიზოსი (Jeff Bezos), მაიკლ დელი (Michael Dell) და eBay-ს ავტორი მეგ უიტმენი (Meg Whitman).

წყარო: USA Today