iPhone SDK-ს წარმოდგენის ღონისძიების შემდეგ სტივ ჯობსმა პასუხი გასცა ჟურნალისტების შეკითხვებს.
კითხვა: რას ნიშნავს iFund-ი პროგრამისტებისათვის?
პასუხი: ის დაეხმარება ახალგაზრდა პროგრამისტებს დაფინანსებაში. ეს სასარგებლოა iPhone-ის მთლიანი ეკოსისტემისათვის.
კ: გაჩნდება ბიზნეს-პროგრამები iPhone-ისათვის, უნდა ინერვიულოს თუ არა RIM -მა?
პ: ეს მათ ჰკითხეთ.
კ: შეიძლება ითქვას, რომ iPhone-ის პროგრამები უსაფრთხო იქნება?
პ: ჩვენ საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ შეგვეძლო დაგვეხურა iPhone-ი, როგორც პლათფორმა, მაგრამ ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ პროგრამისტები უნდა დარეგსტრირდნენ ჩვენთან პროგრამების გავრცელებისათვის. თუ ისინი დაწერენ ცუდ პროგრამას, ჩვენ მათ შევაჩერებთ.
კ: თუ ვინმე მოინდომებს VoIP-ზარების პროგრამის დაწერას (Skype-ის მსგავსი)?
პ: ჩვენ გავაჩერებთ მის მუშაობას მხოლოდ ფიჭურ ქსელებში, Wi-Fi-თ ის იმუშავებს.
კ: Ryan-მა Engadget-იდან ჰკითხა განბლოკვის შესახებ. ის აკრძალული იქნება?
პ: (ჯობსმა პაუზა გააკეთა, მზერა ზევით აღმართა და სთქვა): „ჰოოოო“.
კ: რა ეღირება iPod touch-ის განახლება 2.0 ვერსიამდე?
პ: ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ.
კ: როგორ შეძებენ კომპანიები Blackberry-იდან iPhone-ზე გადასვლას?
პ: Exchange-ის მეშვეობით. და ჩვენ გამოვუშვებთ ზოგოერთ პროგრამას IT-მმართველებისათვის.
კ: იქნება iPhone WiMax-ის მხარდაჭერით?
პ: დღეს ჩვენ მხოლოდ პროგრამულ უზურნველყოფას განვიხილავთ.
კ: რატომ შეიცვალეთ გადაწყვეტილება SDK-ს მიმართ? რამდენი ხანი დასჭირდება პროგრამების შემოწმებას მანამ, სანამ ის გამოვა iTunes App Store-ში?
პ: ჩვენ სერიოზულად შევცვალეთ ჩვენი აზრი iPhone-ის პროგრამებზე. ვებ-პროგრამები კარგად მუშაობენ, მაგრამ პროგრამისტებს მეტი ესაჭიროებოდათ. ჩვენ ეს გვესმოდა. SDK-ს შექმნა — რთული სამუშაოა, ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ის ისეთი, რომ შემდეგი 20 წლის განმავლობაში მისმა განახლებამ არ გამოიწვიოს პროგრამების მუშაობის არევა. ჩვენ ელეგანტური და მარტივი სისტემა გამოგვივიდა. პროგრამების დამატების სიჩქარეს რაც შეეხება — ძალიან მაღალი იქნება.