სტივ ჯობსი წონას იკრებს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით

სტივ ჯობსი წონას იკრებს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით

ყველამ ვნახეთ სტივ ჯობსი Let’s Rock!-ზე. სიმართლე ითქვას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ ფრიად დამამწუხრა. გამხდარი და განადგურებული, სადღაც გონება გაფანტულიც კი. პრინციპში სხვა ვარიანტი მოსალოდნელი იყო იმ ადამიანისათვის, რომელმაც პრეზენტაციამდე ცოტა ხნით ადრე საკმაოდ რთული ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა? მიუხედავად „გიკების ბელადის“ მდგომარეობისა, ყველა აღფრთოვანებულია მისი გამძლეობით და ძალით, უსურვებენ რა მალე გამოჯანმრთელებას.

გადის დღეები და კვირეები. Apple-ის ხელმძღვანელი რაღათქმუნდა მედია საშუალებებში გამოჩნდება ხოლმე. და დღიდან დღემდე ის უფრო ემსგავსება ადამიანს. მისი სახე ნორმალურ მომრგვალებულ ფორმებს იბრუნებს და ეს უკვე აშკარად ჩანს ფოტოებზე. მაგრამ გარდა ჯანსაღი წონის მატებისა, სტივი თავის ძვე;ებურ წონას იბრუნებს საზოგადოებაში.

Forbes-ის ბოლო შედეგების მიხედვით, ჯობსი იკავებს 43-ე ადგილს აშშ-ს უმდიდრეს პირთა შორის. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ის „ამოიწია“ 61-ე ადგილიდან, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის პერიოდში მისმა ქონებამ 600 მილიონით იკლო. ეს განპირობებულია იმით, რომ სხვა „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ჩამოეშვნენ თავიანთი ადგლიებიდან. თუ გადავხედავთ IT-ინდუსტრიას, პირველი ადგილები ასე გადანაწილდება:

  • უილიამ გეიტსი III / Microsoft (№1);
  • ლორენს ელისონი / Oracle (№3);
  • სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი / Google (№11 და №12);
  • მაიკლ დელი / Dell (№13);
  • სტივენ ბალმერი / Microsoft (№14);
  • პოლ ალენი / Microsoft (№17);
  • ერიკ შმიდტი / Google (№40).