SWsoft-ი იტყობინება Parallels Desktop-ის Leopard-თან თავსებადობაზე

კომპანია SWsoft-ი, რომელიც ავტორია ვირტუალიზაციის პროგრამისა Parallels Desktop, გვატყობინებს, რომ მისი პროდუქტი სრულიად თავსებადია Apple Mac OS X Leopard-თან.

„შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ Parallels Desktop-ი სრულად თავსებადია Leopard-თან. Parallels Desktop-ი მუშაობს სწრაფად და პრობლემების გარეშე. თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ოპერაციული სისტემა და არ იდარდოთ Parallels-ის გამართულ მუშაობაზე“, — განაცხადა SWsoft-ის დირექტორმა ბენ რუდოლფმა (Ben Rudolph).

მიუხედავად ამისა, კომპანია გვაფრთხილებს, რომ პროგრამა არ არის ტესტირებული ახალი ოს-ის ფინალურ ვერსიასთან. შეგახსენებთ, რომ წინა ანაწყობებისაგან განსხვავებით (მაგალითად, Release Candidate), Leopard-ის ფინალურმა ვერსიამ მხოლოდ შიდა ტესტირება გაიარა, რამაც ზოგიერთი მწარმოებლის უკმაყოფილება გამოიწვია (მათ შორის Adobe-ისაც).

წყარო: MacWorld UK