Sybase გამოუშვებს კორპორატიულ ფოსტასთან სამუშაო პროგრამულ უზრუნველყოფას iPhone-ისთვის

Reuters იტყობინება, რომ პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი Sybase, რომელიც კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვებაზეა სპეციალიზირებული, აპირებს iPhone–ზე კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის საკუთრი ტექნოლოგია წარმოადგინოს.

Sybase–ის აღმასრულებელი დირექტორის ჯონ ჩენის (John Chen) სიტყვებით, iPhone–ისთვის შესაბამისი დამატება უახლოეს მომავალში – არაუგვიანეს მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა. იგი საშუალებას მისცემს iPhone–ის მომხმარებლებს მიიღონ კორპორატიული ელექტრონული ფოსტის წვდომა იმავე უსაფრთხოების დონეზე, რომელიც მიღწევადია Palm Treo ან RIM Blackberry პლატფორმებზე.

უსაფრთხოების უზრუნველმყოფი საშუალებების უკმარისობა წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას iPhone–ის კორპორატიულ ბაზარზე გავრცელების გზაზე. თუმცა Apple–მა, OS X iPhone–ში დაშორებული ადმინისტრირების და WPA2 დაშიფვრის საშუალებების ჩდგმის შესახებ თავის განცხადებით, სიტუაციის გამოსწორებისკენ მისწრაფების დემონსტრირება მოახდინა.

წყარო: Reuters