Tag: 3G

  • iOS 4-ის Jailbreak, მალე?..

    ამ მომენტისათვის შესაძლებელია iOS 4-ის ციხიდან გაქცევა iPhone 3G და iPhone 3GS ტელეფონებზე, მაგრამ მხოლოდ მაკ-კომპიუტერზე.

    თუ რა სიახლეებია ამ ახალ ოს-ში ჩვენ მალე შემოგთავაზებთ გაშლილ მიმოხილვას ამ საკითხის გარშემო.

  • Skype 3G-ით: წლის ბოლომდე უფასოდ

    ამ შაბათ-კვირას სკაიპი განახლდა 2.0.0. ვერსიამდე.

    რას გვთავაზობს ახალს ეს ვერსია?

    გარდა რამოდენიმე მცირე ცვლილებისა და კოდეკის SILK გამოყენებისა, რომელიც ხმის ჟღერადობის Near CD ხარისხს იძლევა, არის კიდევ ერთი დიდი სიახლე: ახლა ზარები მხარდაჭერილია არა მარტო WiFi-ით, არამედ 3G ქსელების გავლითაც!

    [youtube]http://www.youtube.com/watch?v=RSeagZHeN0I&feature=player_embedded[/youtube]

    მაგრამ არის ერთი მომენტი: წლის ბოლომდე ზარების განხორცილება უფასო იქნება, ხოლო შემდგომ ეღირება ყოველთვიურად რაღაც თანხა, ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი.

  • iPad 3G-ის მიმდინარე მოდელებს არა აქვთ ოპერატორზე მიბმა!

    კარგი ამბები აიპადის ფრონტიდან: როგორც გვატყობინებს Engadget-ი, iPad 3G-ის ამჟამინდელ მოდელებს არა აქვთ ოპერატორზე ხისტი მიბმა და შესანიშავად მუშაობენ სხვა ოპერატორების ქსელებშიც.

    მოწყობილობის გააქტიურებისათვის სხვა ოპერატორის ქსელში საკმარისია უბრალოდ მოჭრათ სიმ-ბარათი microSIM-ის ზომებამდე და ჩადოთ აიპადში. ამ დროს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, აიპადი მუშაობს არა მარტო 3G ქსელში, არამედ EDGE-ს გამოყენებითაც.

    დეტალები იხილეთ ვიდეოში:

    [youtube]http://www.youtube.com/watch?v=3utzPkUA9Ok&feature=player_embedded[/youtube]

  • მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა iPad 3G-დან

    iPad 3G ისევე ექვემდებარება ჯეილბრეიქს, როგორც მისი ძმობილი WiFi iPad-ი, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ შეგვიძლია გავაგზავნოთ მტშ-ები iPad 3G-ის დახმარებით (ოღონდ ჯერ-ჯერობით ტერმინალიდან, გრაფიკული გარსს ალბათ ჰაკერები მალე დაწერენ).

    SMS-ები იგზავნება AT+CMGS ბრძანების მეშვეობით. დაბალდონიანი ბრძანებების გამოყენება იძულებითი ხერხია, ვინაიდან აიფონის MobileSMS.app არაკორექტულად მუშაობს აიპადზე.

    [youtube]http://www.youtube.com/watch?v=Q1P7Cya9wmM&feature=player_embedded[/youtube]

  • iPad (WiFi+3G) — ავტონომიური მუშაობის დრო

    iLoungeმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ახალი აიპადის ავტონომიურად მუშაობის ტესტი.

    ტესტის პირობები: განათება დაყენებულია 50%-ზე, “მძიმე” ვებ-გვერდის მუდმივი განახლება (1 წუთში ერთხელ).

    • Wi-Fi მოდელი, ჩართული 802.11n ქსელის პირობებში, 10 საათის და 21 წუთი.
    • 3G მოდელი, გამორთული Wi-Fi-თ, 8 საათი და 38 წუთი.

    ძალიან კარგი შედეგია.