სამომავლო გეგმები

მოკლედ, ე.წ. შვებულება ცოტათი გამიგრძელდა :) ვალაგებდი აზრებსაც და ბლოგსაც. და აი რატომ. სანამ მთელი ამ გაზაფხულის განმავლობაში გართული ვიყავი 1500 პოსტის მოგროვებით 3 წლის იუბილესათვის, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი ანალიტიკურ სტატიებს — ძირითადი ყურადღება გადატანილი მქონდა მცირე ზომის ახალი ამბების შემცველ სტატიებზე. მაგრამ მარათონი დასრულდა და დროა ბლოგი ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული თემატიკის გარშემო. რაღათქმაუნდა Apple-ის თემა … Read more

ბლოგის განახლება

მოგესალმებით მეგობრებო! დღეს ბლოგზე ბევრი სიახლე გვაქვს. პირველ რიგში გამოვიცვალე ჰოსტინგ-კომპანია: ახლა ჩემი ბლოგის ძრავი serv.ge-ზეა განთავსებული. ჩემი სხვა პროექტისც მანდ გადავიტანე და თქვენც გირჩევთ, ნამდვილად კარგი კომპანიაა (არა, რეკლამაში ფული არ ამიღია, მართლა კარგი ფირმაა!). მეორე, განვაახლე ჩადგმების (პლაგინების) ნაკრები, რაზეც დეტალურად ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ. მესამე, განვაახლე ძრავის ვერსია, ახლა ჩვენი ბლოგი WordPress-ის მესამე … Read more

3 და 1500…

გამარჯობა მკითხველო. დღეს თითქოს სასიამოვნო დღე უნდა ყოფილიყო ჩემთვის. ბლოგს იუბილე აქვს — 3 წლის გახდა და ეს უნდა ყოფილიყო პოსტი N 1500. მაგრამ… მაგრამ ვერ ვარ მხიარულ ხასიათზე. მთელი რიგი პრობლემების გამო არათუ წინა სამი პოსტი ამასც რომ ვწერ, მიკვირს ძალიან. ახლა ვერ დავწერ, შესაძლოა მოგვიანებით, როდესაც რაღაც-რაღაცეები გაირკვევა. მანამდე… მანამდე, მადლობას მოგახსენებთ ყველას, … Read more

ცვლილებები საიტზე

დღეს როგორც იქნა მოვიცალე და ბლოგზე დავაყენე CAPTCHA. ამიერიდან აღარ დამჭირდება თითოეული კომენტარის შემოწმება. დღეს ვტესტავთ, მოკლედ.

ახალი რუბრიკა ჩვენს ბლოგში

მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია მინდოდა ბლოგზე გამეკეთებინა სპეციალური რუბრიკა, სადაც დღეში თითო მაკის აპლიკაციაზე გავაკეთებდი მიკრო-მიმოხილვას. ჰოდა დღეს, გაზაფხულის პირველ დღეს გადავწყვიტე აღარ გადავდო ეს საქმე. ჰოდა შემდეგი პოსტიდან დავიწყოთ ბარემ!

სიახლე ჩვენს ბლოგზე

მეგობრებო! ხვალიდან ჩემს ბლოგზე დავიწყებ  Apple-ის პროდუქტების ცოცხალ მიმოხილვას. რას ნიშნავს ეს? იმას რომ მაქვს მოლაპარაკება ჩვენს სპონსორთან, კომპანია http://www.iphones.ge/ -თან, რის საფუძველზეც მე შემიძლია მათ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ლესელიძის 53 ნომერში, მივიღო ეფლის ნებისმიერი პროდუქტი ტესტირებისათვის რამდენიმე დღით და მერე მკითხველისათვის მოვამზადო მიმოხილვა. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი კომპანიის მეპატრონეს აკა ხუხაშვილს! მაშ ასე, ხვალ … Read more

სიახლეები ბლოგზე

გუშინდელი დღიდან ბლოგის ავტორი ბლოგის შიგთავსის შევსების საკითხში მარტო არაა! ბლოგს ახალი თანაავტორი გამოუჩნდა, Oscar Schindler. ვინც ფორუმზე მიცნობს, ადვილად მიხვდება, რომ ეს ჩემი მეუღლეა! ;)