Tag: Adobe

  • Adobe-მ წარმოადგინა ელჟურნალების შექმნის პლათფორმა iPad-ისათვის

    ყველამ ალბათ უკვე ნახა ამასწინათ App Store-ში დამატებული ჟურნალი WIRED. ეს პირველი ცნობილი ჟურნალია, რომელმაც აიპადისათვის საკუტარი ვერსია გამოუშვა. პირველ რიგში ის ნიშანდობლივია საინტერესო ფუნქციების რეალიზაციით, მაგალითად ინტერაქტიული რეკლამა, ჩადგმული ვიდეო, სლაიდ-შოუ, მაშტაბირება და ა.შ.

    [youtube]http://www.youtube.com/watch?v=zBIitccr7bw&feature=player_embedded[/youtube]

    აღნიშნული ჟურნალი მომზადდა Adobe-ის საგამომცემლო პლათფორმის (Digital Publishing Platform) საშულებით. ეს გახლავთ InDesign CS5-ის სპეციალური კომპონენტი, რომელსაც შეუძლია მულტიმედიის ჩვეულებრივ დაკაბადონებაში ინტეგრაცია და სპეციალურად აიპადისათვის მისი აწყობა.

  • Adobe Photoshop CS4-ის ტექნიკური განახლება

    დღეს Adobe-ს საიტზე გამოჩნდა Photoshop CS4-ისა და Photoshop CS4 Extended-ის ტექნიკური განახლება. ნუმერაცია: 11.0.2. მისი საშუალებით აღმოიფხვრება უსაფრთხოების შეცდომები და აგრეთვე რიგი შეცდომები, დაკავშირებული ფუნჯებთან, სტილებთან და გრადიენტებთან.

    სისტემური მოთხოვნები: Adobe Photoshop CS4 ან Photoshop CS4 Extended გადმოწერა (36მბაიტი).

  • Adobe ხელს კიდებს HTML5-ს

    კონფერენციაზე Web 2.0 Expo გამოსვლისას Adobe Systems-ის ხელმძღვანელმა, კევინ ლინჩმა რამოდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა. ჯერ ერთი, მან შეაფასა ეფლის მოქმედება Flash-თან მიმართებაში. მეორეც, მოხაზა კომპანიის გეგმები HTML-ს მხარდაჭერის საკითხებში.

    მისი განცხადებით, HTML5-ზე მათ დიდი გეგმები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ სტანდარტს განიხილავს როგორც Flash-ის კონკურენტს. „Adobe შექმნის პროგრამირების საუკეთესო ხელსაწყოებს მათთვის, ვინც მოისურვებს საკუთარი შიგთავსის HTML5-ში შექმნას. საუბარი არაა HTML5-ისა და Flash-ის დაპირისპირებაზე. ისინი ურთიერთხელსაყრელია ორთავესათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი — ქსელში არჩევანის თავისუფლებაა“.

  • გაიცანით, Adobe CS5!

    პაკეტის Adobe Creative Suite მეხუთე ვერსია ამ გაზაფხულზე გამოვა. როგორც ცნობილი გახდა, ძირითადი სიახლე იქნება Photoshop-ის 64 ბიტიანი ვერსიის დამატება, რომელიც მთლიანად Cocoa-ს გამოყენებით არის დაწერილი.

    64-ბიტიანი Photoshop CS5-ი. თავიდან იგეგმებოდა, რომ ამ პროგრამის 64 ბიტიანი ვერსია CS4-ში მოხვდებოდა, მაგრამ ყველაფერი როგორც ყოველთვის Apple-მა აურია, გადაწყვიტა რა უარი ეთქვა Carbon-ის 64 ბიტიანი ვერსიის გამოშვებაზე. პროგრამისტებს მოუწიათ პროგრამის ხელახალი დაწერა, რასაც ორი წელი დასჭირდა.

    ახალი ვერსიის ტესტერების განცხადებით ძირითადი სიახლეები პროგრამის ბირთვიშია დამალული. ახალი ფუნქციები არ დამატებია დიდად, სამაგიეროდ უფრო აჩქარდა დიდ ფაილებთან, სამგანზომილებიან ობიექტებთან და ვიდეოსთან მუშაობისას.

    უნდა აღინიშნოს გამოსახულებიდან არასაჭირო ობიექტების წაშლის ახალი ალგორითმი, რომელიც ამ პროცედურად გაცილებით უკეთ ასრულებს.

    Adobe-ის შეფასებით, რედაქტორის 64 ბიტიანი ვერსია 8-12 პროცენტით უფრო სწრაფია, ვიდრე 32 ბიტიანი.

    InDesign CS5. Adobe აგრძელებს გამომცემელთა გადაბირებას იდეით, რომ შიგთავსი შეიქმნას არამარტო დასაბეჭდად, არამედ სხვა ფორმატებისთვისაც. პირველ რიგში ინტერნეტისათვის, ხოლო სადაც ქსელია, იქ Flash-იც არის. CS5-ის შემთხვევაში საუბარია პროექტების Flash-ის ფაილებში გამოქვეყნებაზე.

    აღინიშნება, რომ Dreamweaver-ი უფრო ზუსტად ახდენს ვებ-გვერდების დაკაბადონებას და გაუგებარია, რატომ არ უნდა გამოიყენებოდეს იგივე ხელსაწყოები InDesign-ში.

    Flash-ი და Dreamweaver CS5-ი. ამ პროგრამების ახალმა ვერსიებმა როგორც იქნა მიიღეს კოდის შეფერადების შესაძლებლობა, თუმცა ცვლილებები სხვა სიბრტყეშია მოქცეული. ვინაიდან Apple-ი არ უშვებს Flash-ს iPhone-ში,  Adobe-მ გადაწყვიტა სხვა გზით წასულიყო. ახლა პროგრამისტს შეუძლია თავისი პროექტი შეინახოს iPhone-ს აპლიკაციის ფორმატში. ამ დროს ტექნიკურად Flash-ი საჭირო არ არის.

    Mini-Bridge. CS5-ის ყველა პროგრამაში დაემატა ფუნქცია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ “Mini-Bridge”. ის საშუალებას მოგვცემს წინასწარ დავათვალიეროთ ფაილი, სამუშაო გარემოდან გაუსვლელად.

  • Adobe აგრძელებს მუშაობას Flash-ზე iPhone-ისათვის

    Flash-ის iPhone-ვერსია ჯერ კიდევ შექმნის ადრეულ სტადიაზეა, გვამცნო Adobe-ის აღამსრულებელმა დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა (Shantanu Narayen). როგორც ცნობილია, Apple-ი არ არის გულანთებული iPhone-ში Flash-ის დანერგვით, ვინაიდან ეს ჩადგმა მეხსირებას ფრიად „სჭამს“, რაც ნეგატიურად აისახება მოწყობილობის ავტონომიურად მუშაობის დროზე.

    „ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, — განაცხადა ნარაიენმა კონფერენციაზე, რომლეიც Adobe-ის ფინანსურ შედეგებს შეეხებოდა. — ჩვენ უკვე გვაქვს ვერსია, რომელიც ემულატორში მუშაობს.

    წყარო: Seeking Alpha