Tag: Apple

  • Apple ნებას რთავს ინტერპრეტირებად კოდს

    Apple-მა წყნარად და მშვიდად შეცვალა iPhone SDK-ს გამოყენების წესები და დეველოპერებს უფლება მისცა გამოიყენონს ინტერპრეტირებადი ენები პროგრამირებისას. პუნქტი 3.3.2. ადრე სრულიად გამორიცხავდა ასეთი კოდის გამოყენებას. დეველოპერებისათვის ეს ნიშნავდა ისეთი ხელსაწყოების გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად Adobe Flash-to-iPhone.

    მართალია ახალი წესები მთლიანად არ ხსნის პრობლემებს, ვინაიდან ასეთი არასტანდარტული კოდის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეფლის წერილობითი ნებართვით.

  • ეფლის პროდუქტების სურათებს რამდენიმე თვით ადრე იღებენ

    ეფლის ოფიციალურ საიტზე არის განყოფილება “Images for Media”, სადაც ქვეყნდება კომპანიის პროდუქტების ფოტოები მაღალ ხარისხში. ცნობისმოყვარე ადამიანებმა გადაამოწმეს ეს ფოტოები და საინტერესო ფაქტები აღმოაჩინეს.

    Macbook Air Sales Web
    Macbook Air Sales Web

    ჯერ-ერთი, ფოტოს თვისებებში შეგვიძლია გავიგოთ, თუ რომელი ფოტოაპარატით არის ის გადაღებული — მითითებულია აპარატი Hasselblad CF528-39 – Rollei Lens Control S. რამდენადაც მივხვდით ეს არის 22 ან 39 მეგაპიქსელიანი აპარატი. მეორეც, შეგვიძლია გავიგოთ ფოტოს გადაღების დროც, ამ სურათზე გამოსახული Macbook Air-ი ოფიციალურ გაყიდვებამდე 4 თვით ადრეა გადაღებული.

  • Apple — აშშ-ს ინდუსტრიის მატარებელი

    Apple ერთადერთი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც გაყიდვების ზრდა აჩვენა 2010 წლის პირველ კვარტალში. მისი წილი წლიდან წლამდე იზრდებოდა და დღეისათვის ის მსოფლიო ბაზრის 3.4%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის მეშვიდე ადგილზეა. HP-ს და DELL-ს მაჩვენებელი მეტი აქვთ, პირველი და მესამე ადგილი შესაბამისად, მაგრამ მათი განვითარება უფრო ნელა ხდება.

    მკვლევარები ამ ფაქტს ხსნიან iPhone-ისა და iPad-ის პოპულარობის მატებით. ისევე როგორც iPod-ის შემთხვევაში, ეს პროდუქტებიც თავის გარშემო ქმნიან ცხოვრების წესს: როდესაც Windows-ის მომხმარებელი ყიდულობს ეფლის პორტატულ ტექნიკას, მისი გადასვლა ეფლის კომპიუტერებზე გაცილებით ადვილად ხდება.

  • Apple უფრო ძვირი ღირს, ვიდრე Microsoft

    2010 წლის 26 მაისს, ოთხშაბათს მოხდა ამბავი, რომელიც ერთი მხრივ არაფერზე არ მოქმედებს, მაგრამ მეორე მხრივ ნიშანდობლივია როგორც Apple-ისათვის, ასევე მთელი ინდუსტრიისათვის: კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 222 მილიარდი დოლარი, რაც სამი მილიარდით უფრო მეტია, ვიდრე Microsoft-ის კაპიტალიზაცია იმავე დღეს.

    აქვე უნდა შევიტანო ერთი დაზუსტება, რომ საბაზრო კაპიტალიზაცია — საკმაოდ ფარდობითი რამ გახლავთ და აჩვენებს კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების საერთო ღირებულებას. ხოლო ვინაიდან აქციების კურსს ახასიათებთ მერყეობა, ამიტომ კაპიტალიზაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ერთიპორვნულ ფინანსურ მაჩვენებლად.

    მიუხედავად ამ ყველაფრისა უკვე ფაქტი, რომ ეფლმა გადაუსწრო მაიკროსოფტს, მრავლისმეტყველია. 12 წლის განმავლობაში სტივ ჯობსის გუნდმა შეძლო ამ ამჩვენებლის 4ჯერ გაზრდა და 150 მილიარდის დამატება.

  • ისტორია: Apple უშვებს პირველ ნოუთბუკს ტრექპადით

    სერია PowerBook 500 მთელი რიგი მიზეზების გამო იყო საინტერესო. ჯერ ერთი, უცნაური ფასი: 2270-დან 4840-მდე. ასეთი დიდი სხვაობა გამოწვეული იყო შიგთავსის მარავალფეროვნებით.

    PowerBook 500-მა პირველად მიიღო სტერო-სპიკერები, პირველად აღიჭურვა PCMCIA-ბარათების მიმღები სლოტით, გახდა პირველი ნოუთბუკი ნიკელ-ლითონჰიდრიდიანი აკუმულატორის მფლობელი.

    Powerbook Trackpad
    Powerbook Trackpad

    თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია სხვა რამ — მას პირველს ჰქონდა სენსორული ტრექპადი. ის ჯერ კიდევ 1988 წელს გამოიგონა ჯორჯ გერფერდმა, მაგრამ ვერცერთმა მწარმოებელმა ვერ გაბედა მასზე გადასვლა.

    ვერავინ, ეფლის გარდა.