Tag: Apple

  • SlimKey V2 — დასადგამი Apple Cinema Display-სათვის

    კომპანიამ Macessity გამოაცხადა ახალი დასადგამის გამოშვების შესახებ Apple-ის მონიტორებისათვის ინტერგრირებული ოთხპორტიანი USB 2.0-ით.

    სიახლე, რომლის სახელია SlimKey V2, შესრულებულია „ალუმინის“ სტილში და უძლებს 16 კილოგრამ წონას. ამ მოწყობილობის წყალობით მომხარებელს შეუძლია გაანთავისუფლოს დამატებითი სივრცე სამუშაო მაგიდაზე კლავიატურის დამალვის წყალობით.

    SlimKey V2-ის ფასი ინტერნეტ-მაღაზიაშია — $65.

    წყარო: Macessity

  • Intel იმედგაცრუებულია Apple-ის უარით Atom-ის გამოყენებაზე

    Intel-ის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ბრიფინგზე გამოსვლისას, კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ გელსინგერმა გამოთქვა თავისი იმედგაცრუება Apple-ის გადაწყვეტილებით არ გამოიყენოს პროცესორი Atom -ი ახალი მოდელის ტელეფონებში და სხვა მედია-მოწყობილობებში, ახლახანს შეძენილი კომპანიის P.A. Semi-ს პროდუქციის სასარგებლოდ.

    „Apple-მა გადაწყვიტა არ გამოიყენოს ჩვენი პროცესორები თავის პლათფორმაში, — თქვა გესლინგერმა. — ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ“.

    შეგახსენებთ, ივნისში სტივ ჯობსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა , რომ ახლად შეძენილი კომპანია P.A. Semi გამოუშვებს პროცესორებს iPhone-ისა და iPod-ისათვის და არა მაკ-კომპიუტერებისათვის. რამდენიმე თვის წინ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple-ი განიხილავდა Atom პროცესროების გამოყენების შესაძლებლობას iPhone-ში.

    წყარო: Forbes

  • Apple მაინც გამოუშვებს iSight HD-ს?

    MacRumors–მა გამოაქვეყნა ცნობა, მისი კორესპონდენტის მიერ, Apple’s QuickTime–ის პროგრამული უზრუნველყოფის ერთ–ერთ შიდა ფაილში, ჯერ არგამოშვებული USB–ვიდეოკამერის – iSight HD–ის ხსენების შესახებ.

    iSight HD ნახსენებია ფაილში:

    /System/Library/QuickTime/…/Localizable.strings

    აქ iSight HD ხასიათდება, როგორც “Next Generation USB iSight“ (USB ინტერფეისიანი ახალი თაობის iSight).

    Apple–ის შემოთავაზებაში 2003–იდან 2006 წლამდე უკვე არსებობდა iSight გარე კამერა FireWire ინტერფეისით. მას შემდეგ, რაც 2006 წელს კომპანიამ შეწყვიტა მისი გაყიდვა, დამკვირვებლები უფრო ხარისხიანი ახალი მოდელის სწრაფ გამოჩენას ელოდნენ, მაგრამ დღემდე არაფერი ისმის. ამჟამად iMac და ნოუთბუქების სამივე ხაზი ინტეგრირებული iSight კამერით არის დაკომპლექტებული, ხოლო Cinema Display მონიტორების მფლობელები გარე მწარმოებლების კამერებს იყენებენ.

    წყარო: MacRumors