Tag: Apple Event

  • WWDC 2009: ძირითად მოხსენებას 8 ივნისს წაიყვანს… ფილ შილერი

    ჩვენ ყველანი, გადამკვდარი მაკისტები, ბოლო წუთამდე ვიმედოვნებდით, რომ მიმდინარე WWDC 2009-ზე ვიხილავდით სტივ ჯობს. სამწუხაროდ იმედები გაგვიცრუვდა. Apple-ის ოფიციალურ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ მთავარ მოხსენებას კონფერენციაზე წელს წაიყვანს ფილ შილერი.

    დეველოპერთა ყოველწლიური მსოფლიო კონფერენცია — WWDC, რომელსაც Apple-ი ატარებს, დაიწყება ძირითადი მოხსენებით ორშაბათს, რვა ივნისს, დილის 10 საათზე ადგილობრივი დროით. ძირითად მოხსენებას წაიყვანენ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორების გუნდი, ფილ შილერის, ვიცე-პრეზიდენტის მსოფლიო მარკეტინგის საკითხებში, მეთაურობით. WWDC-ზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები როგორც iPhone™ OS 3.0-ის, აგრეთვე Mac OS® X Snow Leopard™-ის შესახებ.

    უკვე რვა ივნისს შესაძლოა ვიხილოთ ახალი ოპერაციული სისტემა, Snow Leopard დეველოპერების ვერსია, რაც ამ უკანასკნელთ საშუალებას მისცემს იხილონ არაჩვეულებრივი სიახლეები ამ ოპერაციულ სისტემაში, დაიწყონ თანამშრომლობა Apple-თან და თავიანთი პროგრამული პაკეტები გახადონ კიდევ უფრო უკეთესი.

    ტექნიკურ კონფერენციებზე, რომლებიც დაეთმობა Snow Leopard-ს და Mac-ს, წარმოდგენილი იქნება ახალი ოპერაციული სისტემის ასობით სიახლე და სიღრმისეულად იქნება განხილული ყველა ტექნოლოგიური თავისებურება, 64 ბიტიანი არქიტექტურის, QuickTime® X-ის, შემდეგი თაობის მრავალბირთვიანობის და GPU-პროცესორების მხარდაჭერის ჩათვლით. ტექნიკურ კონფერენციებზე, რომლებიც მიეძღვნება iPhone OS 3.0-ს, წარმოდგენილი იქნება საწყისი და უფრო ღრმა საკითხები, რომლებიც ეხება iPhone OS 3.0 SDK-ს, რაც დეველოპერებს დაეხმარება უკეთ გაიგონ და სრულად გამოიყენონ ახალი API-ის ათასზე მეტი ახალი ფუნქცია.

    WWDC-ის მონაწილეები მიიღებენ უნიკალურ შესაძლებლობას გვერდიგვერდ იმუშაონ Apple-ის ინჟირნებთან, მათთან ერთად გაარჩიონ სხვადასხვა საკითხები საწყისი წყაროს დონეზე, შიგნიდან იხილონ პროგრამის შექმნის პროცესი და აგრეთვე მიიღონ რჩევები ინტერფეისის დიზაინის შესახებ.

    აგრეთვე კონფერენციის მონაწილეები შეძლებენ:

    • დაესწრნონ ასზე მეტ ტექნიკურ სესიას თემატიკის ფართო სპექტრით;
    • იხილონ Apple-ის ათასზე მეტი ინჟინრის პრეზენტაციები ;
    • მიიღონ შესაძლებლობა ქონდეთ ურთიერთობა ათასობით თანამოაზრესთან მსოფლიო მასშტაბით.

    სხვადასხვა ბლოგერები ვერ თანხმდებიან საკითხში, თუ როდის იქნება წარმოდგენილი ახალი iPhone-ი. ზოგიერთი თვლის, რომ Apple-ი, უკვე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ჯერ მოგვიყვება Snow Leopard-ის სიახლეებზე და იმავწუთს წარმოგვიდგენს ახალ ტელეფონს, სხვები თვლიან, რომ ახალ მოწყობილობას მოგვიანებით, როდესაც გამოჯანმრთელდება, თვით სტივი წარმოგვიდგენს და ეს მოხდება ივნისის ბოლოს.

    Mac Daily News-ის რედაქცია ჯერ კიდევ იმედოვნებს სტივის ნახვას აღამასრულებელი დირექტორების გვერდით, თუმცა არ უარყოფს, რომ ეს ნაკლებ შესაძლებელია: სტივის ბიულეტენი ოფიციალურად ივნისის ბოლომდე გრძელდება და ეს ფაქტია.

  • WWDC 2009: 8-12 ივნისი, Moscone Center West

    8-დან 12 ივნისამდე საგამოფენო ცენტრში Moscone Center სან-ფრანცისკოში შედგება ეფლის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია. ღონისძების ჩატარების ვადები ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც Apple-მა გამოაქვეყნა სიახლე საიტზე Developers Connection. უნდა აღინიშნოს, რომ თარიღი კირკიტა ბლოგერებმა ადრევე გამოიცნეს. ამ კონფერენციაზე დეველოპერები და პროფესიონალები ტრადიციულად იღებენ ყველაზე ცინცხალ და სრულ ტექნიკურ სიახლეებს და შეუძლიათ გაიგონ მეტი iPhone OS-ის და Mac OS X-ის შესახებ.

    ამ წელს საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ყოველთვის სავსეა, უფრო მეტად იქნება გადაჭედილი — ეს დაკავშირებულია iPhone 3.0-ის მიკროკოდის და Mac OS X 10.6 Snow Leopard-ის გამოსვლასთან დაკავშირებით.

    ასე რომ, იჩქარეთ დროულად დაიკავოთ ადგილები მონიტორებთან, ფრიად საინტერესო სანახაობა გველის. ხოლო თუ აპირებთ მინაწილეობის მიღებას, მითუმეტეს უნდა იჩქაროთ, სანამ ჯერ კიდევ მოქმედებს ფასდაკლებები ბილეთებზე და ფასი შეადგენს 1295 აშშ დოლარს. 24 აპრილის მერე ფასი კვლავ 300 დოლარით მეტი იქნება.

    P.S. გვექნება ბედნიერება სტივის ხილვისა კვლავ? ვნახოთ…

  • Apple-ის პრეზენტაცია გაიმართება 6 მარტს

    Crave და Reuters გვატყობინებენ, რომ Apple-მა უკვე დაუგზავნა მოსაწვევები ჟურნალისტებს Software Development Kit (SDK)-ის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 6 მარტს.

    თავიდან სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ SDK გამოვიდოდა თებერვალში. სამწუხაროდ ეს არ მოხდა. შეგახსენებთ, რომ SDK შესაძლებლობას იძლევა შექმნათ iPhone/iPod touch-ისათვის პროგრამები.