Tag: Apple Store

  • უჩვეულო შეხვედერები Apple Store-ში

    თუ დავუჯერებთ სედრიკ ლინიეს, შაბათს სტივ ჯობსი პირადად ეწვია ერთ-ერთ თავის მაღაზიას.

    პრინციპში ამაში არაფერი საოცარი არც არის. სტივი ახლოს ცხოვრობს Apple Store-ს ერთ-ერთ მაღაზიასთან, ის იქ ხშირად შედის. ალბათ ამჯერადაც ასე იყო.

    Steve Jobs in Apple Store
    Steve Jobs in Apple Store
    Steve Jobs in Apple Store
    Steve Jobs in Apple Store
  • სტივ ჯობსმა უარყო ბრაზილიაში Apple Store-ის გახსნის იდეა

    სტივ ჯობსს მიმართა რიო დე ჟანეიროს ისოტრიული ცენტრის ხელმძღვანელმა ვაშინგტონ ფაჟარდომ (Washington Fajardo). მან შესთავაზა ეფლის მეთაურს საფირმო მარაზიის გახსნა ან ქალაქის საპორტო ნაწილში, ან — უშუალოდ ისტორიულ ზონაში. ამავდროულად Apple-ს ჰპირდებიან მთავრობის ყველანაირ მხარდაჭერას და შეღავათებს, მაგრამ ჯობსი ფეხს არ იცვლის: არავითარი საფორმო მაღაზია ბრაზილიაში არ იქნება.

    მისი განმარტებით ქვეყანაში „გიჟური“ („super crazy“ ორიგინალში) გადასახადებია, რაც ბრაზილიას არასასურველ ადგილად აქცევს Apple-ის ინვესტიციებისათვის.

    P.S. საქართველო ხომ ყველაზე მზარდი და სასურველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის (ზომბოყუთში ამბობენ ასე :D)? ნეტავ ჩვენთთან რა აფერხებს ასეთი მაღაზიის გახსნას? ;)

  • დააჭერინე ხელში!

    ვებ-საიტმა MacRumors გამოაქვეყნა ეფლის მაღაზიების თანამშრომლებისათვის განკუთვნილი შიდა ინსტრუქციის ფრაგმენტი. როგორც უკვე ცნობილია, ტელეფონის ახალი მოდელი ვერ გააქტიურდება მყიდველის მიერ დამოუკიდებლად — ეს ოპერაცია შესრულდება მაღაზიის მუშაკთა მიერ და Apple-ის გაანგარიშებით, ერთი ტელეფონის აქტივაციას დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება.

    რომ ამ დროის განმავლობაში მყიდველმა არ მოიწყინოს, Apple-მა დაავალდებულა გამყიდველებს ტელეფონის კოლოფიდან ამოღების შემდეგ ცოტა ხანი „ხელში დააჭერინონ“ მყიდველს იგი, რათა მყიდველი დატკბეს ამ მომენტით და მხოლოდ ამის მერე დაიწყონ აქტივაცია.

    წყარო: MacRumors

  • BeatMaker უკვე AppStore-ში

    Intua–მ შექმნა მეტად სასარგებლო დამატება BeatMaker, რომელიც ახალი თობის მობილურ მუსიკალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და პირდაპირ iPhone/ipod touch–ში მუსიკის შესაქმნელად გამოიყენება. BeatMaker შეიცავს პროგრამულ ბითბოქსებს, სემფლებს და მუსიკალური ფრაგმენტების დასადებ ბილიკებს. ეს და სხვა შესაძლებლობები BeatMaker–ს, მობილურ მოწყობილობაში მუსიკის შესაქმნელ, უნიკალურ, მრავალფუნქციურ ინსტრუმენტად აქცევს. მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება.

    პროგრამას გააჩნია დიდი რაოდენობით აუდიოეფეტები, შეყოვნების და სინქრონიზაციის უნარიანი ორი დამოუკიდებელი არხი, 3 ექუალაიზერი, და პოპულარული Bit-Crusher. შეგიძლიათ მიუთითოთ აღწარმოების რიტმი, დააყენოთ შესაბამისი სიხშირეები, ან აღადგინოთ ძველი, დაზიანებული სიმღერები.

    შეგიძლიათ ძალიან სწრაფად შექმნათ მუსიკალური კომპოზიცია და მყისიერად დააექსპორტოთ აუდიოფაილის სახით. AppStore–ში გამოჩენამდე, შემქმნელები აპირებენ დამატების რამდენიმე სასარგებლო შესაძლებლობით აღჭურვას. პროდუქტის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

  • Apple Store სიდნეიში უკვე 18 ივნისს

    Apple-მა განაცხადა, რომ Apple Store-ის სიდნეიში ოფიციალური გახსნა მოხდება 19 ივნისს, ზუსტად 17 საათზე სიდნეის დროით. ეს მაღაზია პირველი იქნება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაპირზე.

    და მხოლოდ სამი კვირის მერე ავსტრალიაში წარმოდგენილი იქნება მე-2 თაობის iPhone-ები.