Tag: Apple

  • Apple Inc საკუთარი პროდუქტების წყლის სენსორებით აღჭურვას აპირებს

    კომპანიამ დააპატენტა მობილური მოწყობილობების იმგვარი სენსორები, რომლებიც iPhone/iPod Touch–ში ნებისმიერი სითხის მოხვედრას აფიქსირებენ, რითაც მუშაობას უადვილებენ სერვისის თანამშრომლებს. სენსორები ორგვარად დამონტაჟდება: გამოსაჩენ ადგილზე, ან მოწყობილობაში (მაგალითად ყურსაცმების ბუდეში) ჩამალული.

    Apple–ს ჯერ არ განუცხადებია, თუ როდის დაიწყებს თავის მოწყობილობებზე სენსორების მონტაჟს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, რამეთუ „დამხრჩვალთაგან“ მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს.

  • QuickerTek-მა გამოუშვა მზის ელემენტები Apple-ის კომპიუტერებისათვის

    QuickerTek-მა დაიწყო უცნაური ხელსაწყოს რეალიზაცია Apple MacBook, MacBook Pro და MacBook Air -ისათვის — მზის ელემენტი Apple Juicz.

    Apple Juicz გამოდის სამ ვარიანტში, ისინი განსხვვადებიან სიმძლავრით — 19, 29 და 58 ვატი (ფასი შესაბამისად, — $500, $600 და $1000. კომპლექტში შედის გადასატანი ჩანთა.)

    Apple Juicz-ის მოსახმარად საჭიროა MagSafe-ის მოდიფიცირებული ადაპტერი. კომპანია გვთავაზობს ან ასეთი ადაპტერის შეძენას 100 დოლარად ან საკუთარი ხელებით მოდერნიზაციას.

    წყარო: QuickerTek

  • AMD, Apple და NVIDIA ერთობლივად იმუშავებენ OpenCL-ზე

    The Khronos Group-მა — კონსორციუმმა, რომლის მიზანია ღია API-ების შექმნა, — განაცხადა Compute Working Group გაერთიანების შექმნის შესახებ, რომელიც იმუშავებს ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების საშუალებით პარალელური გაანგარიშებების ღია სტანდარტის შექმნაზე. დამფუძნებლთა შორისაა Apple-ი და ორი უმსხვილესი კომპანია – AMD და NVIDIA.

    გაერთიანება მუშაობას დაიწყებს Open Computing Language (OpenCL), სტანდარტის სპეციფიკაციებზე რომელიც, Apple-ის განცხადებით, საშუალებას მისცემს პროგრამისტებს წვდომა იქონიონ CPU-ს და GPU-ს სიმძლავრეებთან С-მაგვარი ენის მეშვეობით.

    ღია სტანდარტი მაღალწარმადული გამოთვლების გამოყენებით საშუალებას მოგვცემს გავაფართოოთ GPU-ს გამოყენების არეალი.

    The Khronos Group-ი პასუხისმგებელია API OpenGL, OpenGL ES და სხვებზე

    წყარო: MacRumors

  • Apple-მა დაადასტურა პარიზულ Apple Expo-ში მონაწილეობაზე უარი

    Apple-მა დაადასტურა პარიზულ Apple Expo-ში მონაწილეობაზე უარი.

    Apple-ის წარმომადგენელმა შეგვატყობინა, რომ უარი წარმოადგენს გათვლილი სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს.

    „წლიდან წლამდე Apple-ი ამცირებს თავის მონაწილეობას სავაჭრო შოუში, — აცხადებს Apple-ის წარმომადგენელი. — ამის მიზეზია კლიენტებთან ურთიერთობის ახალი, უფრო ეფექტური ხერხების არსებობა. ვებ-საიტის Apple.com პოპულარობის მუდმივი ზრდა საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ პირაპირი დიალოგი 100 მლნ. კლიენტთან მთელ მსოფლიოში“.

    აშშ-ში Apple-ი ახალი პროდუქტრების წარმოდგენისათვის სულ უფრო ხშირად აწყობს საკუთარ ღონისძიებებს.

    წყარო: MacPlus

  • Apple მესამე ადგილს იკავებს

    თანახმად კვლევითი კომპანია Gartner-ის ინფორმაციისა, Apple-მა გაყიდა საკმარისი რაოდენობის ტელეფონი მთელს მსოფლიოში ამ წლის პირველ კვარტალში იმისათვის, რომ ამ აჩვენებლით მესამე ადგილზე გასულიყო.

    თუ ამ ცხრილს შევხედავთ, მივხვდებით, რომ სტივის კომპანიას არცთუისე დიდი მაჩვენებელი აქვს – 5,3% ბაზრის მოცულობისა. საინტერესო იქნება კომპანიის ზრდის ნახვა ახალი, 3G iPhone-ის გამოსვლის შემდეგ.