Tag: AT&T

  • AT&T ზღუდავს 3G შეერთების სიჩქარეს 1.4 მბ/წმ-მდე

    ამას წინათ მსხვილმა რესურსმა MacNN–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თითქოს კომპანია AT&T შეზღუდავს 3G ტექნოლოგიით მონაცემების გადაცემის სიჩქარეს iPhone–ისთვის, 1,4 მბ/წმ–მდე, მაშინ როცა მესამე თობის ქსელის მხარდაჭერიანი სხვა ტელეფონები (მაგალითად Motorola Q) 3,6 მბ/წმ გამტარუნარიანობით მუშაობენ. მართლია გამორიცხული არაა, რომ AT&T–ის საიტზე შეცდომა გაიპარა, მაგრამ თუ გავიხსენებთ რომ იგივე ითქვა iPhone–ის პრეს–რელიზში, ეჭვის საფუძველი აღარ რჩება.

    მართალია უმსხვილესი ჩრდილოამერიკული ოპერატორი თავის კლიენტებს ე.წ. 3G-ბარათებს სთავაზობს, რომელიც მათ 7,2 მბ/წმ–იანი ინტერნეტ–სერფინგით უზრუნველყოფს და Apple–იც 3G–ის სიჩქარის, wi-fi შეერთების სიჩქარესთან მიახლოებას არეკლამებს, მაინც კომპანია AT&T არხის ლიმიტაციას ახდენს. ვუთანაგრძნობთ ამერიკელებს :)

  • ამიერიდან აშშ-ში შესაძლებელია ნახმარი iPhone-ის შეძენა

    ამიერიდან აშშ-ს მოსახლეობას შეუძლია შეიძინოს ნახმარი iPhone-ები. ეს შესაძლებელია AT&T-ის დახმარებით. უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო გიგანტს შეუძლია შესთავაზოს კლიენტებს ტელეფონები 199 დოლარად (4 გბაიტი) და 249 დოლარად (8 გბაიტი).

    American Telephone and Telegraph-ი აცხადებს, რომ ნახმარი ტელეფონები ზედმიწევნით შემოწმდება და რასოდეს გაიყიდება შეუსაბამო მდგომარეობაში. კარგი ალტერნატივაა ამერიკელებისათვის, მითუმეტეს, რომ AT&T-ი აპარატებზე გარანტიასაც იძლევა.

  • 3G iPhone მზად იქნება ზაფხულისათვის

    2008 წელმა უკვე გვაჩუქა iPhone 16 Gb და ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზაფხულისათვის უნდა ველოდოთ აგრეთვე 3G iPhone-ს.

    ასეთი პროგნოზის გაკეთების უფლებას გვაძლევს AT&T-ს განცხადება საკუთარი ქსელის 3G-დაფარვის გაუმჯობესების შესახებ და 3G-კავშირის ამოქმედების შესახებ 80-ზე მეტ ქალაქში.

    რენდელ სტივენსონი, AT&T-ის მთავრი აღმასრულებელი დირექტორი, ადრე უკვე გვპირდებოდა ასეთი მოწყობილობის 2008 წელში გამოსვლას. შესაძლოა, 3G ქსელის გამართვა განპირობებულია Apple-ის ახალი მოწყობილობის გამოსვლით.

  • AT&T-ის ხელმძღვანელის ენაჭარტალობის გამო Apple-ი $1 მლრდ.-ს დაკარგავს

    ცნობილი მიმომხილველის რობერტ კრინგლის (Robert Cringely) აზრით, AT&T-ის აღმასრულებელი დირექტორის, რენდელ სტივენსონის (Randall Stephenson) განცხადება იმის შესახებ, რომ iPhone-ი 3G ტექნოლოგიის მხარდაჭერით გამოვა 2008 წელს, შეიძლება ჩაითვალოს საქციელად, რომელიც ძვირად დაუჯდება Apple-ს. კრინგლი თვლის, რომ სტივენსონის განცხადება იძულებულს გახდის დაახლოებით მილიონ პოტენციურ მყიდველს გადადოს თავისი განზრახვა მომავალ წლამდე, რაც გამოიწვევს Apple-ის შემოსავლების ვარდნას $1 მილიარდით.

    მიმომხილველი ვარაუდობს, რომ AT&T-ში იმედგაცრულებულნი არიან Apple-ის საქციელით, რომელიც, მოარული ხმების თანახმად Google-თან ერთად აპირებს გამოიყენოს 700 მჰც სიხშირის დიაპაზონი საკუთარი მაღალსიჩქარიანი ქსელის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქსელის გამოყენება განკუთვნულია მონაცემების გადასაცემად, ვერავინ დაუშლის მათ გამოიყენონ ეს ქსელი VoIP-ის გადასაცემადაც. ამ შემთხვევაში Apple-ს აღარ დასჭირდება AT&T-ის დახმარება, რომელთანაც მას ხუთწლიანი ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს.

    AT&T-ი არ გეგმავს მონაწილეობის მიღებას 700 მჰც სიხშირის აუქციონში. წინასწარი მონაცემებით აუქციონის გამარჯვებული ლიცენზიაში გადაიცდის არანაკლებ $10 მლრდ.-ს

    წყარო: PBS: I, Cringley

  • iPhone-თა უმეტესი წილი გამოიყენება AT&T-ის ქსელში

    American Technology Research-ის ანალიტიკოსის შო ვუს (Shaw Wu) აზრით, Apple-ის განცხადება იმის შესახებ, რომ შიდა პროგრამული უზურნველყოფის მომავალმა განახლებამ შეიძლება გამოიწვიოს განბლოკილი ტელეფონების გაფუჭება, ვერ იმოქმედებს გაყიდვების მოცულობაზე.

    ვუს აზრით, პრობლემები შეიძლება გაუჩნდეთ მომხმარებელთა საკმაოდ მცირერიცხოვან წრეს – ჰაკერებს, მაშინ როდესაც მომახმარებელთა უდიდესი ნაწილი ტელეფონს იყენებს მოდიფიკაციის გარეშე, AT&T-ის ქსელში. ანალიტიკოსის აზრით, Apple-ის პოზიცია გასაგებია: კომპანია ცდილობს შეასრულოს ვალდებულება ოპერატორების მიმართ, აგრეთვე დაიცვას ტელეფონის მუშაობის უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამის გარდა, კლიენტების „ჩაჭერა“ პარტნიორი მომწოდებლების ქსელებში ფინანსურად ხელსაყრელია Apple-ისათვის, ვინაიდან ისინი მას სააბონეტო თანხის ნაწილს უხდიან.

    მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მომავალში Apple-ი ნებას მისცემს iPhone-ის გამოყენებაზე სხვადასხვა ოპერატორების ქსელებში, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როდესაც დასრულდება ოპერატორებთან ექსკლუზიური ხელშეკრულების ვადები.

    წყარო: MacNN