Tag: Boot Camp

  • CampTune საშუალებას გაძლევთ მარტივად შეცვალოთ Boot Camp-ის ტომის ზომა

    ნაცნობი სიტუაცია: თქვენ Boot Camp-ის საშუალებით აყენებთ Windows-ს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ გასაგები ხდება, რომ ან ძალიან ცოტა ადგილი გამოყავით ვინდოზასათვის, ან პირიქით, ზედმეტად ბევრი. რა ვქნათ?

    აქამდე ერთადერთი საშუალება იყო Boot Camp ტომის წაშლა და მისი ხელახალი შექმნა, მაგრამ უკვე ახალი ზომით. ამიერიდან ჩვენ გვაქვს კიდევე რთი საშუალება და მას CampTune-ი ქვია.

    ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებელი ხდება მაკის და ვინის ტომების ხელახალი გადანაწილება მოანცემების დაკარგვის გარეშე.

    სისტემური მოთხოვნები: Mac OS X 10.5 ან უფრო ახალი.

    დეტალურად.

  • Boot Camp-მა მიიღო Windows Vista-ს 64-ბიტიანი ვერსიების მხარდაჭერა

    საინსტალაციო დისკებზე, რომლებიც მოყვება Apple Mac Pro-ს, Boot Camp-ის დრავიერების შემადგენლობაშ შედის დრაივერები Microsoft Windows Vista-ს 64-ბიტიანი ვერსიისათვის.

    Boot Camp-ის დოკუმენტაციაში წერია, რომ ამ პროგრამული უზურნველყოფით შეიძლება სარგებლობა Microsoft Windows XP-ის და Vista-ს მხოლოდ 32-ბიტიანი ვერსიებთან, იმ შემთხვევის გამოკლებით, როდესაც ინსტალაცია მიმდინარეობს Mac Pro-ზე, – ამ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება 64-ვერსიების გამოყენება.

    გამორიცული არაა, რომ Leopard-ის მორიგი განახლება, Mac OS X 10.5.2, აღჭურვილი იქნება Boot Camp-ის განახლებული ვერსიით, სადაც მხარდაჭერილი იქნება 64-ბიტიანი ოს-ების მხარდაჭერა ყველა Mac-ზე Intel Core 2 Duo პროცესორით.

    წყარო: MacRumors

  • Boot Camp-ის ბეტა-ვერსიის მოქმედების ვადა იწურება

    Apple-ი აფრთხილებს Boot Camp-ის მომხმარებლებს იმის შესახებ, რომ პროგრამის ბეტა-ვერსიის მოქმედების ვადა იწურება ამ თვეში.

    „სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, Boot Camp-ის ბეტა-ვერსიის მოქმედების ვადა სრულდება Mac OS X 10.5 Leopard-ის გამოშვებასთან ერთად 2007 წლის ოქტომბერში“, – ნათქვამია Apple-ის ტექნიკური მხარდაჭერის ვებ-გვერდზე.

    Boot Camp Beta 1.2-ის მოქმდების ვადა დასრულდა 30 სექტემბერს, ამჟამად მომხმარებლებმა უნდა დააყენონ პროგრამის ახალი ვერსია – Boot Camp 1.4, რომელიც იმუშავებს კიდევ რამდენიმე ხანს. კომპანიის განხადებით, Boot Camp-ის გამოყენების გასაგრძელებლად დაყენებული უნდა იყოს Mac OS X Leoprd.

    გამორიცხული არაა, რომ Apple-ი აგრეთვე გამოუშვებს ცალკე პროგრამას Mac OS X 10.4-თვის, თუმცა თვითონ კომპანია ამის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებს.

    წყარო: Apple