Tag: Finder

  • ცოტათი AppleScript: Finder-ის აქტიური ფანჯრის კლონირება

    პაწია შეკითხვა: როგორ უყურებთ ერთი დაწკაპუნებით Finder-ის აქტიური ფანჯრის ზუსტი ასლის შექმნის იდეას? სანამ მოიფიქრებდეთ, ჩვენ აგიხსნით, თუ როგორ გააკეთოთ ეს AppleScript-ის დახმარებით.

    ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება – Script Editor-ში ახალი პროექტის გახნსა და შემდეგი სტრიქონების დამატება:

    try tell application “Finder” activate set this_folder to (the target of the front window) as alias set {x1, y1} to position of front window make new Finder window to this_folder set position of front window to {(x1 + 50), (y1 + 150)} end tell end try

    ამ მარტივი ოპერაციის შემდეგ შეინახეთ სკრიპტი პროგრამის სახით და გადაათრიეთ მისი ხატულა Finder-ის გვერდითა ზოლში.

    სულ ესაა – საკმარისია მაუსის ერთი დაწკაპუნება, რომ ეკრანზე აქტური ფანჯრის ცოტა ქვემოთ და ამრჯვნივ გაჩნდეს მისი ზუსტი ასლი!

  • გამყოფები გვერდითა ზოლში

    ჯერ გავიხსენოთ ყველასთვის ცნობილი ფაქტი: გვერდითა ზოლის (Sidebar) შიგთავსი OS X Leopard-ის ახალ Finder-ში იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად — ხელმისაწვდომი მოწყობილობები (“Devices”), ზიარი რესურსები (“Shared”), საქაღალდეები (“Places”), რომლებშიც შეგიძლიათ გადაიტანოთ არამარტო საქაღალდეები, არამედ პროგრამებიც და ძებნის შაბლონების ნაკრები (ჯგუფი “Search For”). ძნელი მისახვედრი არაა, რომ ყველაზე ხშირად საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი მიმართავს მესამე ჯგუფს, რომელიც რაღაც დროის შემდეგ იქცევა მალსახმობების ნაგავსაყრელად. კარგი იქნებოდა, რომ დაგვეყო ეს მალსახმობები მცირე ჯგუფებად, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს? ყველაზე რეალური პასუხია – მოვიფიქროდ რაიმე პროგრამა ამისათვი. თუმცა არაფრის მოფიქრება საჭირო არაა, უკვე გააკეთეს ყველაფერი. აი მაგალითად ასეთი რამ:
    zip-არქივი (115 კბაიტი) “sidebar separators”. იხილეთ თვალსაჩინო მაგალითი.

    მცირე შენიშვნა: თუ მაინც დაგაინტერესებთ აღნიშნული პროგრამა, აუცილებლად შედით განყოფილებაში “Advanced” Finder-ის პარამეტრებში — იხილეთ ოფცია “Show all file extensions”. სასურველია, რომ იგი გამორთული იყოს…

    … წინააღმდეგ შემთხვევაში ულამაზო შედეგს მივიღებთ.

  • სრული გზა Finder-ის ფანჯრის სათაურში

    მხოლოდ ლეოპარდისათვის. ტერმინალში:

    defaults write com.apple.finder _FXShowPosixPathInTitle -bool YES killall Finder

    NO, გამოსართველად.