Tag: Firefox

  • Mac Apps — Firefox

    ნუ გაგიკვირდებათ, რომ ამ ახალი კატეგორიის პირველი მიკრო-მიმოხილვისათვის ავირჩიე ვებ-ბრაუზერი Firefox. რესურსის iusethis.com რეიტინგების მიხედვით ის პირველ ადგილს იკავებს მაკისტებს შორის. ჰოდა მოდით მასზე ვისაუბროთ.

    Firefox:

    Version: 3.6 Release Date: 21.01.2010 License: GPL Developer: Mozilla Foundation

    Download: http://www.mozilla.com/en-US/firefox/firefox.html

    ამ ბრაუზერს დიდი წარმოდგენა არ სჭირდება. მართალც რომ კარგად ასრულებს თავის მოვალეობებს, ასე რომ დიდად თავს არ შეგაწყენთ მასზე საუბარით. უბრალოდ ახლაბედა მაკისტებს ვეტყვი რომ, მაკზე ეს ბრაუზერი არის და შეგიძლიათ ისარგებლოთ.

  • Mac-PDF Plugin აჩვენებს PDF-ს Firefox-ის ფანჯარაში

    დამოუკიდებელი მწარმოებელი, საკუთარ თავს Colesbury-ს რომ უწოდებს, აქვეყნებს Google Code-ში საკუთარ პროექტს, რომლის მიზანიცაა Mozilla Firefox-ის Mac OS X,-ისათვის დამატებითი მოდულების შექმნა PDF-ის უშუალოდ ბრაუზერის ფანჯარაში ჩვენება.

    ჩადგმა Mac-PDF plugin, რომელიც დაფუძნებულია PDFkit-ზე, შესაძლებლობას გაძლევთ იხილოთ დოკუმენტები პირდაპირ ბრაუზერში.

    Mac-PDF plugin-ის ჩამოტვირთვა შეიძლება აქედან.

    წყარო: Google Code

  • PDF-ჩადგმა Mozilla Firefox-ისათვის

    დიდი ხნის განმავლობაში Mozilla Firefox-ის დიდი მინუში იყო PDF-ფაილების დამუშავების და ჩვენების შესაძლებლობის არ ქონა. საბედნიეროდ, ამ დღეებში ბლოგში Lifehacker გამოჩნდა ინფო Quartz PDF-ის შესახებ.

    ჩადგმა მხოლოდ 60 კბაიტს იწონის, PDF-ის საჩვენებლად იყენებს WebKit-ს, მუშაობს მხოლოდ Mozilla Firefox-ის მე-3 ვერსიასთან.

  • Firefox 2.0.0.8-ში გაუმჯობესებულია Leopard-თან თავსებადობა

    Mozilla Foundation-მა გამოუშვა თავისი პროდუქტის Firefox-ის ახალი ვერსია.

    Mozilla Firefox 2.0.0.8-ს Mac OS X-ისათვის გააჩნია უკეთესი თავსებადობა Leopard-თან (თუმცა ზოგიერთი პრობლემა ჯერ კიდევ არის არის გადაწყვეტილი), აგრეთვე გასწორებულია რამოდენიმე უწერიგობა, რომელთაგან ორი კლასიფიცირებულია როგორც კრიტიკული.

    მიუხედავად იმისა, რომ Mac OS X Leopard-ის გამოსვლამდე დარჩენილია თითზე ჩამოსათვლელი დღეები, Firefox-ს ამ ოპერაციულ სისტემაში გაშვებისას გააჩნია მთელი რიგი პრობლემები. კერძოდ, თანხმლებ დოკუმენტაციაში დასახელებულია Flash-შიგთავსის Intel-პროცესორიან Mac-ებზე გამოსახვა.

    ამის გარდა, Intel Mac-ზე ჯერ-ჯერობით კვლავ არ მუშაობს Talkback-ფუნქცია — სამსახური, რომლის საშუალებითაც მომხმარებელებს შეუძლიათ გაგზავნონ ავტორებს შეტყობინება Firefox-ის უწერიგობის შესახებ.

    წყარო: Mozilla

  • და კვლავ სტატისტიკა

    პირველი ოქტომბრისათვის კომპანია Net Applications-ის ექსპერტებმა გამოიყვანეს კვარტალური სტატისტიკა Apple-ის პროდუქციასთან მიმართებაში. მათი არითმეთიკა 2007 წლის სექტემბრისათვის შემდეგნაირია: PPC-სისტემების წილი შეადგენს მსოფლიო ბაზრის 3,38%-ს, სულ ცოტათი ჩამორჩება ინტე-ვერსია – 3,23%, რაც ჯამში გვაძლევს 6,61%-ს მსოფლიო ბაზრისა. ეხლა შევადაროთ ეს სამი ციფრი ამ წლის ივნისის თვის მონაცემებს – მაშინ მაკინტოშების წილი შეადგენდა 6,46%-ს. ხოლო ოთხი წლის წინანდელი შედეგების გათვალიწინებით გამოვა, რომ ამ პერიოდში Apple-ის პროდუქციის წილი დაახლოებით ორი პროცენტით გაიზარდა.

    გრაფიკზე გამოსახულია Microsoft Windows-ის და Mac OS X-ის წილის ზრდის დინამიკა ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში. უკომენტაროდ.

    რათქმაუნდა Net Applications-ის ახალი გამოკვლევა სრული არ იქნებოდა Web-ბრაუზერების პოპულარობის გამოკვლევის გარეშე: ამ ეტაპზე Apple Safari-თ სარგებლობს 5,07% ინტერნეტ-მომხმარებელი. საერთო სურათი კი ასეთია: MS Internet Explorer – 77,86%, Mozilla Firefox – 14,88%, Apple Safari – 5,07%, Opera – 0,87% и Netscape – 0,72%. გრაფიკულად ეს ყველაფერი ასე გამოიყურება.