Apple-ის საიტზე გაიხსნა ახალი განყოფილება რომელიც HTML5-ს ეხება.
ახალ განყოფლებაში წარმოდგენილია ახალი ტექნოლოგიის გამოყენების მაგალითები, რომლებიც მხარდაჭერილია მაკის მიერ, როგორც დესკტოპ კომპიუტერებით, ასევე მობილურებით.
Apple-ის საიტზე გაიხსნა ახალი განყოფილება რომელიც HTML5-ს ეხება.
ახალ განყოფლებაში წარმოდგენილია ახალი ტექნოლოგიის გამოყენების მაგალითები, რომლებიც მხარდაჭერილია მაკის მიერ, როგორც დესკტოპ კომპიუტერებით, ასევე მობილურებით.
სტივი განაგრძობს მიმოწერას ეფლის კლიენტებთან (ერთი ჩვენი წერილი არა აქვს რატომღაც წაკითხული :( ) — ამჯერად მისი ყურადღების ცენტრში მოხვდა შეკითხვა Safari-ში HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის შესახებ:
— როდისთვის აპირებს Apple-ი HTML5-ის სრულფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას Safari-ში, გეოლოკაციის API-ს ჩათვლით?
ჯობსის პასუხი როგორც ყოველთვის ლაკონური იყო:
— მალე.
ამ ეტაპზე Safari-ში HTML5-იდან მხარდაუჭერელ შესაძლებლობებს შორისაა Geolocation API, Drag and Drop, Form Features, Inline SVG და ა.შ. ამ დროს Google Chrome-ს ამის მხარდაჭერრა უკვე აქვს. ზუსტად ამიტომაც სტივის ლაკონური პასუხი არა ბანალური თავის არიდებაა პასუხისაგან, არამედ იმის მაჩვენებელი, რომ კომპანია მართლა მუშაობს ამ საკითხის გამოსწორებაზე.
კონფერენციაზე Web 2.0 Expo გამოსვლისას Adobe Systems-ის ხელმძღვანელმა, კევინ ლინჩმა რამოდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა. ჯერ ერთი, მან შეაფასა ეფლის მოქმედება Flash-თან მიმართებაში. მეორეც, მოხაზა კომპანიის გეგმები HTML-ს მხარდაჭერის საკითხებში.
მისი განცხადებით, HTML5-ზე მათ დიდი გეგმები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ სტანდარტს განიხილავს როგორც Flash-ის კონკურენტს. „Adobe შექმნის პროგრამირების საუკეთესო ხელსაწყოებს მათთვის, ვინც მოისურვებს საკუთარი შიგთავსის HTML5-ში შექმნას. საუბარი არაა HTML5-ისა და Flash-ის დაპირისპირებაზე. ისინი ურთიერთხელსაყრელია ორთავესათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი — ქსელში არჩევანის თავისუფლებაა“.