Tag: iLife

  • Apple-მა განაახლა iMovie და iDVD

    QuickTime 7.5-ის გამოშვებასთან ერთად, Apple-მა განაახლა აგრეთვე ორი პროგრამა iLife ’08-ის პაკეტიდან — ვიდეოს სამონტაჟო პროგრამა iMovie და ოპტიკური დისკების შიგთავსის შექმნის და ჩაწერის პროგრამა — iDVD.

    კომპანიის განცხადებით, განახლებები iMovie 7.1.2 და iDVD 7.0.2 აღმოფხვრიან პრობლემებს თავსებადობასთან დაკავშირებით, აუმჯობესებენ საერთო სტაბილურობას და ასწორებენ წვრილმან შეცდომებს. განახლების დაყენება შესაძლებელია Mac OS X Software Update-ის დახმარებით. ფაილების ზომა: iMovie 7.1.2 —17,9 მბაიტი, iDVD 7.0.2 — 20,27 მბაიტი.

    წყარო: Apple

  • Apple-მა გამოუშვა iLife Support 8.2

    განახლება iLife Support 8.2, რომელიც Apple-მა 12 თებერვალს გამოუშვა, ანახლებს სისტემურ კომპონენტებს, რომლებსაც იყენებს iLife ’08-ის ყველა პროგრამა, აუმჯობესებს სტაბილურობას და წამადობას.

    განახლების დაყენება შესაძლებელია Software Update-ის მეშვეობით. ფაილის ზომა — 9,7 МБ.

    წყარო: Apple

  • მორიგი განახლებები

    მოკლედ: გამოვიდა მორიგი განახლებები. კუპერტინოს პროგრამისტთა სამიზნეში ამჯერად აღმოჩნდა iLife ‘08:

    საერთო ჯამში წარმოდგენილია სამი განახლება

     

    განახლებები განკუთვნლია პაკეტის 10.5 სისტემასთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად.