Tag: Installer.app

  • AppleTap 1.4

    დღეს განახლდა Apple–ის პროდუქტების გზამკვლევი. პროგრამის ახალი ვერსია AppleTap 1.4 შეცვლილია:

    • ახალი ხატულა
    • ჩანართ Featured–ში გაჩნდა დამატებითი ინფორმაცია მდგომარეობის შესახებ
    • Apple–ის გვერდზე დაემატა ახალი პარამეტრი Guided Tour, პროდუქტისა და YouTube მომსახურების
    • ვიდეომიმოხილვა
    • განყოფილება Pictures–ში დაემატა რამდენიმე გამოსახულება
    • ყველა აპარატისთვის 3 გამოსახულება
    • დაემატა მითითებული წლის მიხედვით გამოგონებების ნახვა
    • Google search კვლავინდებურად ერთ სიტყვაზე მუშაობს

    რეპოზიტორიუმი: http://modmyifone.com/installer.xml

  • PowerTool

    PowerTool – ეს არის springboard–ის და მთლიანად ტელეფონის გადასატვირთი კიდევ ერთი დამატება. პროგრამის გაშვების შემდეგ იხილავთ რამდენიმე პარამეტრს: Set Language – iPhone–ის გადატვირთვა დაბლოკილ ეკრანში გადაყვანის გარეშე,Restart SpringBoard – SpringBoard–ის გადატვირთვა მისი დაბლოკილ ეკრანში გადაყვანით, Reboot – ეკრანის ლოგოდან ჩატვირთვა.

    დამატების ტესტირებისას დეფექტები არ გამოვლენილა. PowerTool–ს წააწყდებით რეპოზიტორიუმში iSpazio (Community Sources)

  • MyBattery

    MyBattery – ეს არის მცირე ზომის დამატება, რომელიც აკუმულატორის დამუხტულობას გიჩვენებთ. მონაცემები პროცენტული შეფარდებით აისახება, განახლება ყოველ 10 წამში ხდება. ზოგჯერ ეს ინფორმაცია მეტად სასარგებლოა, არის შემთხვევები, როდესაც ეკუმულატორში დარჩენილი ენერგიის რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა დაგჭირდებათ.

    რეპოზიტორიუმი: http://modmyifone.com/installer.xml

  • Community Sources 3.85

    დღეს Community Sources–ის რეპოზიტორიუმების ნაკრები 3.85 ვერსიამდე განახლდა, რომელშიც შეიცვალა ბმული BigBoss რესურსზე.

    პრობლემები რომ არ შეგექმნათ, კარგად მოთელეთ ეს „რეპო“. წარმატებები!

  • HandicApp 1.13

    ეს პროგრამა ყველას და ყველაფრის „სამკურნალოდ“ არის განკუთვნილი. მისი მეშვეობით, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით, ჩაურთავთ უფლებებს ნებისმიერ დამატებას.

    გაუშვით პროგრამა, აირჩიეთ „სამკურნალო“ დამატება და უფლებები, რომლებიც გსურთ მას მიანიჭოთ.

    რეპოზიტორიუმი: iSpazio, Community Sources–ში შემავალი (Utilities, 36.7 kb)