Tag: Installer.app

  • CatchPhrase 1.0 — განწყობის ანალიზატორი iPhone-ისთვის

    CatchPhrase – ეს არის სახალისო დამატება, რომელიც დღის განმავლობაში მოსმენილი ფრაზების iPhone/iPod Touch–ში ჩაწერაში დაგეხმარებათ. CatchPhrase – თავისი შინაარსით განწყობის ანალიზატორია. დამატებას აქვს 4 ღილაკი. ერთზე დაჭერით შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე გამოყენებადი, უკანასკნელი, დაუსრულებელი ან საკუთარი ფრაზები. გსურთ ახლის დამატებას, დააჭირეთ Add ღილაკს. დამატებული ფრაზების ნახვა შეგიძლიათ Caught პარამეტრით, ხოლო შემდეგ ეკრანზე გასული დღის, თვის, ან არსებობის მანძილზე, თქვენი განწყობის ცვლილების გრაფიკის გამოტანაც შეგიძლიათ. თვალყური ადევნეთ საკუთარ განწყობას და იყავით ბედნიერი. წარმატებები!

    რეპოზიტორიუმი: sleepers.net/iphonerepo

  • RepoName 1.1b — მოძებნე iPhone-ის დამატების შესაბამისი რეპოზიტორიუმი

    RepoName – ეს დამატება, რომელიც პროგრამის სახელწოდების მიხედვით ჩამოტვირთვის წყაროს (source) მოძებნაში დაგეხმარებათ, დღეს 1.1b ვერსიამდე განახლდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მონაცემთა ბაზას შეეხო, რომელიც შესამჩნევად გაფართოვდა. ამჟამად მასში 600-ზე მეტი სხვადასხვა პროგრამაა. შეიცვალა ლოგო–ეკრანიც (splash-screen), რამეთუ DavTeam აღარ მონაწილეობს RepoName–ის შექმნაში.

    რეპოზიტორიუმი: iSpazio: http://repo.ispazio.net

  • iReboot 0.3 — თქვენი iPhone-ის Shutown, Restart და Respring

    iReboot – ეს არის სასარგებლო ხელსაწყო ტელეფონის გადასატვირთად, SpringBoard–ისთვის და iPhone/iPod Touch–ის სწრაფი გამორთვისთვის. გამოგადგებათ, განსაკუთრებით თუ არ მუშაობს გამორთვის ღილაკი.

    რეპოზიტორიუმი: iSpazio: http://repo.ispazio.net

  • tt-clock 1.0

    tt-clock – ეს არის ახალი დამატება, რომელსაც iPhone/iPod Touch–ის ეკრანზე გამოჰყავს დრო მსხვილ, ციფრულ ფორმატში და ინგლისურად ახმოვანებს მას.

    პროგრამის სახელწოდების პირველი ორი ასო TT (Tap & talk) პროგრამის მუშაობის პრინციპის სიმბოლიზებას ახდენენ. ანუ დააჭერთ ეკრანს და მოისმენთ მიმდინარე დროს. პროგრამა Bigboss–ის რეპოზიტორიუმში იმყოფება.

  • Kaleidoscope 1.0

    Kaleidsocope 1.0 – ეს არის ახალი სახალისო სათამაშო iPhone–ისთვის. სივრცეში ტელეფონის მდგომარეობის შეცვლასთან ერთად, ანუ ჩადგმული აქსელერომეტრის მეშვეობით, ვირტუალური კალეიდოსკოპის ფერები იწყებენ ლაცლიცს და ცვლას. ლამაზად გამოიყურება!

    რეპოზიტორიუმი: iSpazio: http://repo.ispazio.net