Tag: iPad

  • iPad: გაყიდვების დაწყების შედეგები

    არაოფიციალური დაანგარიშებების თანახმად, iPad-ზე წინასწარი შეკვეთების პირველი ორი საათის განმავლობაში გაიყიდა 50 000 მოწყობილობა, ხოლო მთლიანად პირველ დღეს — 120 000. ყველა დიდი პოპულარობით სარგებლობს ყველაზე იაფი მოდიფიკაცია 16 გბაიტი მეხსიერებით.

    iPad
    iPad

    ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთს დავამატებ ეფლოფობების საყურადღებოდ. მიუხედავად ფლეშის და აგრეთვე მალთითასკინგის არარსებობისა (ეს საკითხი ახალი მიკროკოდის ვერსიაში გამოსწორდება), iPad-ი გახდება ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი 2010 წელს და ისევე როგორც iPhone-მა ჩამოაყალიბა სტანდარტი სმარტფონებზე, დაამკვიდრებს ტაბლეტ-კომპიუტერების უსიტყვო სტანდარტს.

  • ახალი დეტალები iPad-ის შესახებ

    რაც უფრო ახლოვდება iPad-ის გამოშვების დრო, მით უფრო საინტერესო მონაცემებს ვიგებთ მის შესახებ. ამჟამად თავი გამოიჩინა საიტმა
    9 to 5 Mac. მათ გამოაქვეყნეს სურათები, რომლებზეც ჩანს ამ მოწყობილობის ახალი ფუქნციები.

    პარამეტრების მენიუში ახალი ფუქნციები დაემატა:

    iPad Settings
    iPad Settings

    YouTube-ის ვიდეო-რგოლების ნახვა ახლა უკვე შეგიძლიათ HTML 5-ში:

    YouTube in HTML5
    YouTube in HTML5

    მომხმარებლის სურვლის შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება აკუმულატორის მუხტის ინდიკატორი:

    iPad Battery Indicator
    iPad Battery Indicator

    როგორც ჩანს, შესაძლებელი იქნება ფაილების გაზიარება სხვა კომპიუტერებთან:

    File Sharing
    File Sharing

    დაბლოკილ ეკრანზეც კი შესაძლებელი იქნება მუსიკის დამკვრელის მართვა.

    iPad Media Controls
    iPad Media Controls

    ასევე, დაბლოკილი ეკრანიდან შესაძებელი იქნება ფოტო-ჩარჩოს რეჟიმში გადასვლა:

    iPad Photoframe
    iPad Photoframe

    შესაძლებელი იქნება აუდიო-ფაილების პირდაპირ ბრაუზერში დაკვრა:

    QuickTime in Safari
    QuickTime in Safari

    ბრაუზერში მოწოდებული იქნება Google-ის საკვანძო სიტყვები ძებნისას:

    Google Suggestions
    Google Suggestions

    ჩინური ენისათვის ხელნაწერი შეტანა იქნება შესაძლებელი:

    iPad Handwriting
    iPad Handwriting

    ვებ-აპლიკაციების ხატულები კვადრატული ფორმისა იქნება:

    Web Clip Icons
    Web Clip Icons
  • აშკარა-დაუჯერებელი: „ჩემი დოკუმენტები“ iPad-ში

    რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ კვლავ მოგივწევს 27 იანვრის ვიდეო ჩანაწერის ნახვა. ფილ შილერის პრეზენტაციის სამოცდამეოთხე წუთზე მიმდინარეობს Pages-ის მობილური ვერსიის შესაძლებლობების დემონსტრაცია. დროის ნიშნული 01:04:24 – “ისევე როგორც პროგრამაში Keynotes, ეკრანზე გამოდის დოკუმენტების ბიბლიოთეკა. მოდით დავიწყოთ”. დავიწყეთ. დავაყენეთ სტოპ-კადრზე:

    MyDocuments in iPad
    MyDocuments in iPad

    საოცარია: ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში ღილაკზე ჩანს წარწერა “ჩემი დოკუმენტები” და მას მომენტალურად გადავყავართ Windows 98-ის ეპოქაში. თუ ყურადღებით განვაგრძობთ შილერის პრეზენტაციის ყურებას, ასეთივე ღილაკს დავინახავთ სხვა პროგრამებშიც: Keynote (My Presentations) და Numbers (My Spreadsheets). რის შემდეგაც გვიჩნდება შეკითხვა – ხომ არ იმალება ამის იქეთ ის, რომ iPad-ს ექნება სპეციალური სქაღალდე სამომხმარებლო მონაცემებისათვის?

    ერთი კითხვა ბადებს უამრავს სხვას – როგორ გვექნება წვდომა My Documents-საქაღალდესთან? როგორი იქნება სინქრონიზაციის პროცესი?

    მოკლედ, თვენახევრის შემდეგ ყველაფერს გავიგებთ!

  • ბილ გეიტსის აზრი iPad-ის შესახებ

    იანვარში  iPad-ის ანონსს მრავალი კომპანიის კრიტიკა მოჰყვა. ეს გასაგებიცაა, რომელი დაიწყებს კონკურენტის ქებას? მაგრამ ბილ გეიტსი არა მარტო ცნობილი პირვნებაა, ის აგრეთვე პლანშეტური კომპიუტერის გულმხურვალე გულშემატკივარია. რამდენიმე წლის წინ, როდესაც Apple-მა  iPhone-ი გამოუშვა, გეიტსმა ალალად აღიარა, რომ მას მოეწონა ახალი გაჯეტი. თუმცაღა iPad-ი მაიკროსოფტის ყოფილმა ხელმძღვანელმა გააკრიტიკა.

    Bill Gates Opinion
    Bill Gates Opinion

    ბილი ელ. წიგნებს და ციფრულ შიგთავსს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, მაგრამ iPad-ი მას თითქმის არ მოწონს. მისი აზრით Apple-მა ყურადღება არ მიაქცია რამოდენიმე საყურადღებო ფაქტს:

    • მობილური გამოწერები. გეიტსი თვლის, რომ გაყიდვების გაუმჯობესებისათვის საჭიროა მობილური გამოწერების გაკეთება შიგთავსზე.
    • ჟურნალები iBookStore-ში. მაიკროსოფტის ყოფილ ხელმძღვანელს არ ესმის, რატომ არ არის iBookStore-ში ჟურნალები და რის მარტო წიგნები.
    • პლანშეტი განათლებისთვის. iPad-ი საინტერესო მოწყობილობა ჩანს. კარგი იქნებოდა რამოდენიმე საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა. ის ხომ იდეალური ხელსაწყოა სკლაში და ინსტიტუში გამოსაყენებლად.
    • iPad 3G-ის სწრაფი გამოშვება. გაუგებარია, თუ რატომ გადადო ჯობსმა iPad-ის 3G ვერსიის გამოშვება. Apple-ს ხელშეკრულება უკვე აქვს AT&T-თან და ოპერატორს შეეძლო გაყიდვების სტიმულირება სუბსიდირებით.
    • Flash-ის მხარდაჭერა. და ბოლოს, გეიტსი თვლის რომ Flash-ზე უარის თქმა დიდი შეცდომაა. მისი აზრით ფლეში დღეს ერთ-ერთი საკვანძო ტექნოლოგიაა მულტიმედიური შიგთავსის მისაღებად.

    ბილის აზრით Apple-ი დღეისათვის პოპულარობის მწვერვალზეა, აქედანაა მისი თავდაჯერილობა, როდესაც შესაძლებელია საკუთარი პირობების მომხმარებლებზე თავს მოხვევა.

  • iPad, გუშინდელი შეკრება და ჩემი მოსაზრებები

    მოკლედ, ალბათ ყველამ უკვე კარგად იცის, თუ რა წარმოადგინა გუშინ ეფლმა პრეზენტაციაზე. ეს არის ახალი ტიპის მოწყობილობა, iPad, რომელიც ტაბლეტის ტიპის კომპიუტერს წარმოადგენს. ამ სტატიაში არ შეგაწყენთ თავს ტექნიკური მახასიათებლებით, ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ. მინდა უბრალოდ გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები ამ პროდუქტის შესახებ. მაგრამ მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

    დავიწყოთ იმით, რომ არც ამჯერად არ ვუღალატეთ ტრადიციას და ქართველი მაკისტები კვლავაც შევიკრიბეთ სტივ ჯობსის მიერ ჩატარებული პრეზენტაციის ერთად საყურებლად. ამ ტრადიციას 2008 წლის 1 აპრილს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც პირველად ავღნიშნეთ კომპანია ეფლის დაბადების დღე. მას მერე იყო მრავალი პრეზენტაცია სტივის მნაწილეობით. იყო გულის დაწყვეტა და შეშფოთება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შემდეგ სიხარული იმის გამო, რომ ის კვლავ მწყობრშია. მოკლედ, ქართველი ფანატებიც მსოფლიოს ფანატების მსგავსად შეძლებოსდაგვარად ვცდილობთ ფეხდაფეხ მივსდიოთ ჩვენთვის საყვარელ კომპანიას და მის უცვლელ ლიდერს, სტივ ჯობს.

    ამჯერად შეკრების საკითხი ცოტა ბუნდოვანი იყო. არავინ არ იცოდა, თუ როდის ჩატარდებოდა, ან საერთოდ ჩატარდებოდა თუ არა სტივის პრეზენტაცია. არავი იცოდა თუ რა იქნებოდა ნაჩვენები. ამ დროს მიკავშირდება ფორუმზე ჩვენი განყოფლების ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოში ეფლის პროდუქციის შემომტანი და მთავაზობს ეფლისტების შეხვედრის ორგანიზებაში თანამონაწილეობას. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა ჩავფიქრდი. არ ვიცით პრეზენტაცია იქნება თუ არა (მხოლოდ ჭორები არსებობს, რომ 27 იანვარს რაღაც უნდა იყოს) და ასეთ სიტუაციაში თემის გახსნა, ხალხის მოწვევა და ა.შ. ცოტა დამაფიქრებელი მეჩვენა. ბოლო-ბოლო ხომ შეიძლება არც არაფერი ყოფილიყო და უბრალოდ “გავბანძებულიყავით”? რათქმაუნდა შესაზლებელი იყო. შევხვდით მე და აკა (ასე ქვია ჩვენი შეკერების მასპინძელსა და სპონსორს), დავსხედით და დავიწყეთ იდეების გენერირება. გადავწყვიტეთ, რომ არ დავლოდებოდით, თუ როდის განაცახდებდა ეფლის პრეზენტაციის ზუსტ დროსა და თარიღს. შევარჩიეთ ბარი, რომლეშიც უნდა შევკრებილიყავით, შევადგინეთ იმ ღონისძიებების ნუსხა, რაც უნდა გაგვეკეთებინა და მშვიდობანად დავიშალეთ.

    და სახლში მისვალც კი ვერ მოვასწარი, რომ უცხოურ ახალი ამბების არხებზე გამოჩნდა განცხადება, რომ 27 იანვარს, სან-ფრანცისკოს დროით დილის 9 საათზე, ანუ ჩვენი დროით საღამოს 10 საათზე დაიწყება ეფლის პრეზენტაცია. რა იქნება წარმდოგენილი, რაღათქმაუნდა არვინ არ იცის! ინტრიგა! სკანდალი! როგორც ეს ჩვევია ეფლს!

    ჩემი და აკას აქტიობამ მოიმატა ერთიორად. განასკუთრებით აკასი. შევადგინეთ მოსაწვევ პირთა სია, გასათამაშებელი პრიზები და სხვა მრავალი წვრილმან-მსხვილმანი საქმე. შესაკრებად ავირჩიეთ კაფე დისქავერი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, 55-ე სკოლის გვერდით. ძალიან კარგი ადგილია, ყველას გირჩევთ, რომ ეწვიოთ ხოლმე. სასიამოვნო გარემო, კარგი მუსიკა, გემრიელი კერძები. მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს? მხოლოდ ამ ყველაფის საყვარელ ადამიანთ ერთად გაზიარება!

    მოკლედ დადგა 27 ინვარი! მთელი დღე ვცმუკავდი სამსახურში, ვერ ვითმენდი. სავარაუდოდ ახალი, ტაბლეტის ტიპის კომპიუტერის პრეზენტაცია უნდა ყოფილოყო. მაგრამ რა და როგორ, არავნ არაფერი არ ვიცით, როგორც ყოველთვის. ჭორები ინტერნეტში იცოცხლე იმდენია ამ დროს, რომ წაკითხვას ვერ ვასწრებდი.

    ბოლოს შევიკრიბეთ. დიდძალი ხალხი მოვიდა გუშინდელ შეხვედრაზე. ძლივს დავეტიეთ ბარში. ზოგი ფეხზე იდგა კიდევაც! ამ ხარვეზებს აუცილებლად გავითვალისწინებთ შემდგომისათვის და 1 აპრილის შეხვედრას (რომელიც აუცილებლად ჩატარდება!) სხვანაირად და სხვა ადგილას დავგეგმავთ. თუ რა იქნება, მოდით ეს სურპრიზად დარჩეს, მერე მოგიყვებით ;)

    დაიწყო პრეზენტაცია. სტივმა არც აცია, არც აცხელა და თავიდანვე გვაჯახა ახალი პროდუქტი! აი აქ იწყება უკვე საინტერესო.

    სიმართლე გითხრათ,  iPad-მა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. კორპუსი ცოტა არ იყოს და არ მომეწონა, ძალიან დიდი კანტია დატოვებული ეკანის გარშემო. თუმცა ამას გამართლება აქვს. ეს კომპიუტერი მაგიდაზე დასადები არ არის, ხელში უნდა გეჭიროთ, როდესაც ტახტზე ხართ წამოკოტრიალებული, ან  სავარძელში ხართ ჩფლული, ხოდა ეკრანზე ხომ არ მოკიდებთ ხელს, ეს კანტი ალბათ მაგისთვისაა. მოკლედ, ჩემანაირი ზარმაცა ხალხისთვისაა ზედგამოჭრილი. ეს ერთი შეხედვით. მაგრამ აბა სხვა კატეგორიაც გავიხსენოთ? სტუდენტები! საქართველოში არა მგონია, ბევრი იყოს მდიდარი სტუდენტი, რომელც თავს ამის ყიდვის უფლებას მისცემს, მაგრამ აშშ-ში ბევრი იქნება. თანაც მაგათ განვადება, ფასდაკლება და მისთანები კარგად აქვთ დამუშავებული და ნებისმიერი სტუდენტი თავს უფლებას მისცემს შეიძინოს ეს პადი. კონსპექტები, სახლემძღვანელოები, შენიშვნები, საკურსო და სადიპლომო სამუშაოები, აი არასრული სია იმისა, რისთვისაც გამოიყენებს პადს სტუდენტი. მეორე კატეგორია, ბიზნესმენები, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ პრეზენტაციების ჩვენება კლიენტებისათვის მათ ოფისებში. მიუერთე პადი პროექტორს, გაუშვი მსოფლიოში საუკეთესო საპრეზენტაციო პროგრამა Keynote-ი (Microsoft PowerPoint sucks!) და ეგაა! აღარაფერ ვლაპარაკობ პადის შესაძლებლობაზე მიიღოს და გგაზავნოს ელფოსტა, დაგეგმოს და აწარმოოს კალენდარში შეხვედრები და საქმეები, მოაწესრიგოს საკონტაქტო პირთა სია და მრავალი და მრავალი სხვა რამ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პადზე პირდაპირ და თავისუფლად მიდის აიფონის ყველა აპლიკაცია (ამ მომენტისათვი, ყურადღება! – 140 000 აპლიკაციაა!), შეგვილძია ვთქვათ, რომ პროგრამული ბაზა უკვე არსებობს.

    ფორუმზე და სხვა ადგილებშიც მესმის წუწუნი იმის შესახებ, რომ აი თურმე ჩადგმული კამერა არა ჰქონია, თურმე მრავალამოცანიანი ოს-ი არ უყენია და ა.შ. ხალხო, ამიხსენით, რა ჯანდაბათ გინდათ კამერა ამ მოწყობილობაში? სურათის მაგით გადაღება მაგარი მოუხერხებელი იქნება. GSM-მოდული სატელეფონო ზარებისათვის მაგას არა აქვს (მხოლოდ მონაცემების მიღება-გადაცემა), რომ ვიდეო ზარისათვის მაინც გამოსადეგარი ყოფილიყო, ასე რომ უაზრობაა ეგ. მარავლამოცანიანი ოს-ი ასეთი ტიპის კომპიუტერში საკამათო თემაა, რათქმაუნდა. და შესაძლოა დაგეთანხმოთ იმაში ნაწილობრივ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო იყოს. თუმცა მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. ეფლის პროდუქტს მხოლოდ 2 თვის შემდეგ გამოუშვებს გაყიდვაში, შემდეგ კიდევ მარავალჯერ განახლდება მისი მიკროკოდი (ე.წ. Firmware). ასე რომ არ გამოვრიცხავ ახალი ფინქციების მატებას მიკროკოდის განახლებასთან ერთად.

    მოკლედ, iPad-ი მომეწონა და ვაპირებ კიდევაც ყიდვას. თუუმცა უნდა ვაღიარო, რომ არ გამოუწვევია ჩემში ის გულისძგერის მომენტი, როდესაც სტივმა 2007 წელს აიფონი წარმოგვიდგინა.

    ამით აიპადის თემას არ ვხურავ, უბრალოდ ახლა სამსახურში ვარ და მეტის დაწერას ვერ მოვასწრებ. დანარჩენი საღამოს, მორიგ სტატიაში.