Tag: iPhone 3G

  • Apple უარს იტყვის პლასტიკურ შეფუთვაზე iPhone 3G-ში

    ვებ-საიტის setteB.IT ინფორმაციით, Apple-ი არ გამოიყენებს iPhone 3G-ის შეფუთვაში პლასტიკატს, არამედ ისეთ მასლებს, რომლებიც დამაზდებულია კარტოფილის სახამებლისაგან.

    setteB.IT-ი გვატყობინებს, რომ ამ შესაფუთი მასალების მომწოდებელი გახდება ჰოლანდიური კომპანია PaperFoam-ი, რომლის პროდუქციას ნაკლებად აბინძურებს გარემოს და მთლიანად ექვემდებარება გადამუშავებას.

    ამასწინათ „გრინპისმა“ შეამცირა Apple-ის რეიტინგი ეკოლოგიური კომპანიების სიაში.

    წყარო: SetteB.IT

  • ძველი iPhone-ის ახალ iPhone 3G-მდე განახლება

    ამ დღეებში Apple-მა გამოაქვეყნა ზუსტი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გადავაქციოთ ორიგინალური iPhone ახალ 3G-ვარიანტად. დოკუმენტს ზუსტად ასე ქვია “How to replace an original iPhone with an iPhone 3G”, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი განახლების პროცესი.

    უნდა გაიაროთ 6 ძირითადი ნაბიჯი და საქმე გაკეთებულია. სტატიაში დაწერილია: „თუ ყველაფერს შეასრულებთ სწორად და გააკეთებთ მონაცემების მარქაფს, თქვენ შეინარჩუნებთ ყველა მტშ-შეტყობინებას, ელფოსტის პროფილებს, ჩანაწერებს და პირად პარამეტრებს“.

    ამ სახლემძღვანელოს მოძებნა შესაძლებელია საიტზე support.apple.com

  • ფასები iPhone 3G-ზე ავსტრალიაში

    ვაგრძელებთ თქვენს ინფორმირებას ფასების შესახებ 3G iPhone-ზე. ამ დღეებში ორმა ავსტრალიელმა ოპერატორმა Optus-მა და Telstra-მ გამოაქვეყნა სატარიფო გეგმები ახალ ტელეფონზე. Optus გვტავაზობს რამდენიმე სატარიფო გეგემას. მაგალითად, ერთ-ერთი გეგმის მიხედვით თქვენ იხდით $19/თვეში და იღებთ 100 მბაიტ ტრაფიკს და მტშ/ზარებს $50-ზე.

    რაც შეეხება Telstra-ს, $30/თვეში კლიენტები მიიღებენ iPhone 3G-ს $279-ად და $399-ად შესაბამისად 8 და 16 გბაიტიანი მოდელებისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიების Optus და Telstra ვებ-საიტებს.

  • ნიუ-იორკში რიგები იზრდება!

    ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ ფაქტია. Apple-ის ნიუ-იორკის მთავარი მაღაზიის წინ უზარმაზარი რიგია iPhone 3G-ის მოლოდინში და ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება.

    პირველი ენთუზიასტები ჯერ კიდევ პარასკევს შენშნეს. ასეთი აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ მეტყველებს რომ Apple-მა ბრწყინვალედ შეასრულა სამუშაო.

  • iPhone 3G-ის ჩინეთში გამოჩენა ჯერ კიდევ სათუოა

    მართალია ამბობენ, რომ China Unicom-მა უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას Apple-თან ჩინეთში iPhone-ების გაყიდვის შესახებ, მაინც ჭორები ამ საკითხის გარშემო არ წყდება.კომპანია China Unicom-ის ზოგიერთი წარმომადგენლის სიტყვებით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ჩინელი ოპერატორების სტრატეგიული სვლების გამო.

    თუ დავუჯერებთ სტატისტიკური კვლევების შედეგებს, რომელიც ჩინეთის მცხოვრებთა შორის ჩატარდა, iPhone 3G-ის გაყიდვის დაწყება – ნამდვილად დიდი რისკია, ვინაიდან გამოკითხულტა უდიდესი ნაწილი თავს იკავებს Apple-ის ამ მოწყობილობის შეძენისაგან.