Tag: iPhone

  • Apple Expo პარიზში — Apple iPhone-ის ფრანგული ანონსი

    დღეს პარიზში სტარტი აიღო Apple Expo-მ – Apple-ის პროდუქტების გრანდიოზულმა გამოფენამ.

    გამოფებაზე ძირითადი ყურადღება მიპყრობილია ახალ Mac-ზე და რათქმაუნდა Apple iPhone-ზე. თუმცა მთავრი სიახლე უკვე ცნობილია – Apple-ის პარტნიორი საფრანგეთში გახდება France Telecom-ი.

    გამოფენა ჩაივლის 25-დან 29 სექტემბრამდე.

  • Vodafone-ს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ გახდება iPhone-ის ევროპული მომწოდებელი

    კომპანიამ Vodafone თავისი ხელმძღვანელის საშუალებით გვამცნო, რომ, კვლავ იმედოვნებს გახდეს iPhone-ის მომწოდებელი ევროპაში.

    კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა არუნ სარინმა (Arun Sarin) ინდოეთში რეპორტიორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ Vodafone-ს შეუძლია მოელაპარაკოს Apple-ს მომდევნო 6—12 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მან წააგო ბრძოლა T-Mobile, Orange და O2-თან გერმანიაში, საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში შესაბამისად.

    თავდაპირველად Vodafone-ი განიხილებოდა როგორც მთავრი პრეტენდენტი, ვინაიდან კომპანია წარმოადგენს ფიჭური კავშირგაბმულობის უმსხვილეს ოპერატორს მსოფლიოში და გააჩნია სრულიადევროპული დაფარვა.

    ადრე სარინმა განაცხადა, რომ Vodafone-ი დაინტერესებული არაა iPhone-ის მიმდინარე მოდელის წარმოჩინებით, ვინაიდან მას არ გააჩნია 3G-ს მხარდაჭერა.

  • Apollo v1.0.0 — ICQ, MSN, AIM თქვენს iPhone-ში

    გამოვიდა Apollo-ს ახალი ვერსია. ყველაზე საიამოვნო ისაა, რომ გაჩნდა ICQ-ს მხარდაჭერა.

    Apollo-სინსტალაციისათვის საჭიროა შემდეგი:

    • გადმოქაჩეთ Installer.app აქედან;
    • დააყენეთ Installer.app;
    • გახსენით Installer.app iPhone-ში;
    • აირჩიეთ “Community Sources”, შემდეგ დააინსტალირეთ;
    • აირჩიეთ “Apollo 1.0”, შემდეგ დააინსტალირეთ;