Apple-მა გამოუშვა განახლებები iTunes და QuickTime-ისათვის

Apple-მა გამოუშვა მორიგი განახლებები iTunes (7.5) და QuickTime (7.3)-ისათვის Mac OS X და Microsoft Windows ოპერაციული სისტემებისათვის. iTunes 7.5-ის განახლება აფართოებს iPhone-ის აქტივაციის შესაძლებლობებს, აგრეთვე გააჩნია ახალი თამაშის Phase-ის მხარდაჭერა, რომელიც შექმნილია სპეციალურად iPod nano დამკვრელისათვის (მესამე თაობის), iPod classic და iPod-ისათვის (მეხუთე თაობის). ამის გარდა, iTunes-ის ახალ ვერსიაში გასწორებულია რიგი უწესრიგობები, გაუმჯობესებულია საერთო სტაბილურობა… Continue reading Apple-მა გამოუშვა განახლებები iTunes და QuickTime-ისათვის

Firmware 1.1.1 განახლების პატარა სურპრიზი

Apple iPhone-ის 1.1.1 განახლების გამოჩენამ მოიტანა არა მარტო iTunes Wi-Fi Music Store მხარდაჭერა და განბლოკილი მოწყობილობების დაზიანება – როგორც ირკვევა, განახლების ახალი ვერსია შეიცავს ზოგიერთ არადოკუმენტირებულ ფუნქციებსაც, რომლებიც პროგრამისტთა ბანალური შეცდომის ზღვარზე იმყოფებიან. მაგალითად, ესაა ნებისმიერი აუდიონაკადის ტრანსლაცია, iPhone-ის მეხსიერებაში ჩაწერილი მუსიკის ჩათვლით, Bluetooth-გარნიტურებზე. ამ შეცდომის ფესვები უნდა ვეძიოთ „Visual Voicemail“-ის ფუნქციაში, რომელიც შესაძლებლობას იძლევა… Continue reading Firmware 1.1.1 განახლების პატარა სურპრიზი

MyTube — YouTube-ი Dashboard-ისათვის

კომპანიამ Interdimension Media გამოუშვა ვიჯეტი MyTube Dashboard-ისათვის, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დავათვალიეროთ YouTube-ის ბიბლიოთეკა, მოვიძიოთ და გავუშვათ ვიდეორგოლები და მოვახდინოთ მათი ექსპორტი iPod-ში. ვიჯეტი MyTube გვეხმარება YouTube-ის შიგთავსის სრულფასოვან მოძიებასა და ნახვაში უშუალოდ Dashboard-იდან, ვიდეო-რგოლების სრულეკრანიან რეჟიმში გაშვებაში, კლავიატურიდან გაშვების მართვაში, iTunes-ში ექსპორტში. ვიდეო-რგოლების გაშვებისას MyTube-ი ბლოკავს ეკრანმზოგის გაშვებას. MyTube-ი ვრცელდება უფასოდ, თუმცა შიგთავსის ექსპორტისათვის უნდა… Continue reading MyTube — YouTube-ი Dashboard-ისათვის

iTunes-ის ახალი ვიზუალიზატორის ახალი ფერები

OS X Leopard-ის ფინალური ვერსიის მოლოდინში rumor-საიტები აგრძელებენ ახალი ეკრანული სურათების დაგდებას 10.5 სისტემის ბოლო ანაწყობიდან. განსაკუთრებით გამოირჩევა რესურსი MacRumors, რომლეზეც ჯერ კიდევ პარასკევს გამოჩნდა iTunes-ის ვიზუალიზატორის სამი ახალი თემის სურათი: „Lathe“ („ლატე“) – პულსირებადი ლაქები. მკვეთრად რეაგირებენ დაბალ სიხშირეებზე (განსაკუთრებულად – ბას-კასრის დარტყმებზე). „Jelly“ („ჟელე“) – სხვადასხვა ფერის შუქების მეყსეული ბრუნვები. სუფთა ფსიქოდელიაა. „Stix“… Continue reading iTunes-ის ახალი ვიზუალიზატორის ახალი ფერები

Apple-მა გამოუშვა iTunes-ის განახლება Windows-ისათვის

Apple-მა გამოუშვა iTunes-ის Windows-ვერსია – iTunes 7.4.3. განახლება ასწორებს მთელ რიგ უწესროგობებს, რომლებიც წარმოიშვება ახალი პორტატული მედია-საკრავის iPod touch-ის PC კომპიუტერებზე ინციალიზაციისას. Apple-ის საინფორმაციო ვებ-საიტზე, რომელიც ეძღვნება iTunes 7.4.3-განახლებას, შესაძლებელია ამ ბმულით. იქვე შესაძლებელია ჩამოსატვირთი ბმულის მიღება. ფაილის ზომაა 49 მბაიტი. განახლების დაყენება აგრეთვე შესაძლებელია Mac OS X Software Update-ის საშუალებით. წაყარო: Apple