ცუდი სიახლე მათთვის, ვინც ელოდება ახალი ტელეფონის ჯეილს. iH8Sn0w-მ დაადსტურა, რომ სპირიტი ვერ იმუშავებს ახალ ტელეფონზე. ეფლმა ხვრელი ამოავსო.
Tag: Jailbreak
-
iOS 4-ის Jailbreak, მალე?..
ამ მომენტისათვის შესაძლებელია iOS 4-ის ციხიდან გაქცევა iPhone 3G და iPhone 3GS ტელეფონებზე, მაგრამ მხოლოდ მაკ-კომპიუტერზე.
თუ რა სიახლეებია ამ ახალ ოს-ში ჩვენ მალე შემოგთავაზებთ გაშლილ მიმოხილვას ამ საკითხის გარშემო.
-
iPad 3.2-ის ციხიდან გაქცევა: ვაყენებთ გატეხილ ipa-ფაილებს ;)
მაშ ასე! შეიარაღდით სამარჯვით Spirit და ციხიდან გააქციეთ iPad.
ipa-ფორმატის აპლიკაციების დასაყენებლად ჩვენ დაგვჭირდება ფაილი mobileinstallation-ი, ამისათვის გავუშვათ cydia და დავამატოთ cydia.hackulo.us:
ავირჩიოთ პროგრამა AppSync 3.2 ვერსისათვის და დავაყენოთ:

iPad Jailbreak 
iPad Jailbreak 
iPad Jailbreak 
iPad Jailbreak დავამატოთ საჭირო აპლიკაცია iTunes-ში, დავასინქრნიზიროთ და ეგაა!
-
iPad Jailbreak: სახელმძღვანელო
ბიჯი 1 ჩამოტვირთოთ Spirit Jailbreak: http://spiritjb.com
ბიჯი 2 განვაახლოთ iTunes ბილო ვერსიამდე (9.1.1): http://www.apple.com/itunes/download/
ბიჯი 3 გავუშვათ Spirit Jailbreak.
ყურადღება! Windows 7-ის მომხმარებლებო: აუცილებელია Spirit-ის გაშვება Windows 98-თან თავსებადობის რეჟიმში.
ბიჯი 4 მივუერთოთ iPad 3G ან iPad WiFi კომპიუტერს USB კაბელით. მიერთებისას, Spirit-ი ამოიცნობს მოწყობილობას. ვაჭერთ ღილაკზე Jailbreak.
ბიჯი 5 Spirit-ი მოახდენს აიპადის Jailbreak-ს.
ბოლოს გამოჩნდება შეტყობინება, რომ პროცესი დასრულდა წამრატებით. ვაჭერთ ღილაკზე Exit.
ყურადღება!!! მე არ ვაგებ პასუხს, თქვენი მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში. ყოველივე ზემოაღნიშნულს თქვენ აკეთებთ საკუთარი ნება-სურვილით. ;)
-
Spirit: Untethered Jailbreak მზადაა!
განსაკუთრებული მომენტები:
- პროგრამას შეუძლია მიუბმელი ჯეილის გაკეთება iPhone 3G/3GS, iPod Touch და iPad-ისათვის მიკროკოდი: 3.1.2, 3.1.3 და 3.2;
- Spirit-ი მუშაობს iTunes-ის ყველა ვერსიაზე (9.1.1-ის ჩათვლით);
- თქვენი მოწყობილობა უნდა იყოს გააქტიურებული სანამ გაუშვებთ Spirit-ს.
- Spirit-ი არ არის ანლოქი, მხოლოდ ჯეილბრეიქი;
- თუ თქვენი მოწყობილობა განბლოკილია სხვა მეთოდით, ჯერ უნდა გაუკეთოთ Restore.
გადმოქაჩეთ სამარჯვი: http://spiritjb.com/ — საიტზე არის როგორ Mac, ასევე Win ვერსია.



