თუ რაიმე მიზნით გჭირდებათ გრადუსის ნიშნის აკრეფა კლავიაუტრაზე, ეს შემდეგნაირად ხდება:
- Shift + Alt +8 — შედარებით დიდი ზომის «°»
- Alt + K — უფრო პატარა ზომის «˚»
თუ რაიმე მიზნით გჭირდებათ გრადუსის ნიშნის აკრეფა კლავიაუტრაზე, ეს შემდეგნაირად ხდება:
ნამდვილად ეფექტური და მოსახერხებელი მუშაობისათვის ნებისმიერ პროგრამაში, მითუმეტეს ოს-ში სამართავი კლავიშების კომბინაციების (shorcuts) ცოდნა სავალდებულო პირობაა.
ამ სტატიით ჩვენ ვიწყებთ მალსახმობების დეტალურ აღწერას Mac OS-ისასთვის.
დავიწყოთ Dock-ით, რომელიც მაკის სამყაროში ყველაზე „ცხელ“ წერტილად ითვლება:
შემდეგ:
Web-საიტი Hrmpf.com გვატყობინებს საპატენტო განაცხადზე, რომელიც Apple-მა შეიტანა გასული წლის მარტის თვეში, რომელშიც აღწერილია კლავიატურა, რომლის თითოეულ ღილაკში ჩადგმულია მინიატურული დისპლეი. OLED-მატრიცა, რომელიც ჩამონტაჟებულია კლავიშებში, აჩვენებს სიმბოლოს ან პიქტოგრამას, რომელიც მინიჭებული აქვს ამ კლავიშს მუშაობის კონკრეტულ კონტექსტში.სპეციალური კონტროლერი (ASIC), საჭირო მომენტში ჩართავს ან გამორთავს თითოეულ კლავიშს საჭირო მომენტში. ASIC-ი იმართება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით. ასე მაგალითად, კლავიატურის გადართვისას ლათინურიდან ქართულ ენაზე, კლავიშებზე შეიცვლება სიმბოლოს ნიშანი – „L“-დან „ს“-ზე, „U“-დან „თ“-ზე და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ გამომდინარე Mac-კომპიუტერების წარმოების დიდი მოცულობიდან, ასეთი კლავიატურის ღირებულება არ იქნება დიდი, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ სტივ ჯობსის კომპანიის ძალისხმევით აღნიშნული გამოგონება მართლაც მასიური გახდება.
წყარო: Hrmpf.com