Tag: Mac Pro

  • 7 ივნისს გამოვა ახალი Mac Pro და MacBook Air

    მომავალ კონფერენციაზე 7 ივნისს ეფლი წარმოგვიდგენს ახალ სამუშაო სადგურებს Mac Pro და ნოუთბუკებს MacBook Air — ასე თვლიან კომპანია Kaufman Bros.-ის ანალიტიკოსები.

    „უდაოა, რომ ეფლი წარმოადგენს ახალ აიფონს, ხოლო 3GS მოდელი გაიყიდება 99 დოლარად“, — დარწმუნებით აცხადებს შო ვუ (Shaw Wu). მაგრამ ახალი აიფონის გარდა, ჯობსი წარმოადგენს Mac Pro-სა და MacBook Air-ს.

    ახალი არაფერი არ უთქვამს ვუს — ყველამ კარგად ვიცით, რომ ეფლი პერიოდულად ანახლებს თავის პროდუქტებს და ჩვენც კარგად შეგვიძლია გამოვთვალოთ განახლების მიახლოებითი დრო. საინტერესო სხვა რამ გახლავთ: ანალიტიკოსის განცხადებით ეფლი წარმოგვიდგენს ახალ სერვისს iTunes.com. თუ რა იქნება ეს ზუსტად, ჯერ არავინ იცის.

  • Nvidia 8800GT იმუშავებს Mac Pro-ს ადრინდელ მოდელებთან

    Mac Pro-ს ახალი მოდელის წარდგენასთან ერთად, რომელიც აწყობილია Penryn პროცესორების ბაზაზე, Apple-მა გამოუშვა ვიდეო ქვე-სისტემის განახლება Mac Pro-სათვის – NVIDIA GeForce 8800GT ვიდეო-ბარათები. მომხმარებელები, რომლებსაც უკვე აქვთ Mac Pro-ს ადრინდელი ვერსიები, ამ სიახლეში დაინახეს შესანიშნავი შესაძლებლობა განაახლონ თავიანთი Radeon x1900XT-ები.

    მიუხედავად იმისა, რომ განახლება Apple-ის მაღაზიებში ცალკე პროდუქტად გამოჩნდა, კომპანია იძულებული გახდა დაკავშირებოდა ყველა მყიდველს და აეხსნა, რომ აღნიშნული ბარათები იმუშავებდნენ მხოლოდ ახალ Mac Pro-ებთან. ჭორების თანახმად,სტივ ჯობსმა უპასუხა ერთ-ერთი ძალზედ განაწყენებული მომხმარებლის წერილს, დაამშვიდა იგი და ამცნო, რომ კომპანია საქმის კურსშია არსებული პრობლემის შესახებ და მიმდინარეობს მისი გამოსწორება.

    მისი სიტწვები დაადასტურა NVIDIA-ს PR-დირექტორმა, გვამცნო რა, რომ მიმდინარეობს NVIDIA GeForce 8800GT-ის Mac Pro-სთან თავსებადობის პრობლემის გადაწყვეტა. შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი.

    წყარო: MacRumors

  • ახალი Mac Pro იძლევა მეტ წარმადობას ღირებულების თითოეულ დოლარზე

    კომპანიამ Primate Labs, რომელიც აწარმოებს წარმადობის კროსპლათფორმულ ტესტს GeekBench, გამოაქვეყნა თავის ვებ-გვერდზე ახალი Mac Pro-ს ექსპრეს-ტესტირების შესახებ.

    Mac Pro-ს წინა მოდელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ექსპერიმენტში, შეიცავდა Xeon X5365 პროცესორს 3 გჰც სიხშირით, ხოლო ახალ Mac Pro-ში გამოყენებულია Xeon W5462 2.8 გჰც სიხშირით. ორივე მანქანა დატესტირდა Mac OS X 10.5.1 Leopard-ზე.

    მიუხედავად იმისა, რომ ახალ მოდელს ნაკლები სიხშირე აქვს, მან მოახერხა გაემარჯვა ყველა ტესტში, თუ არ ჩავთვლით ტესტს Floatin-ოპერაციებთან (რამაც, პრინციპში არ იმოქმედა ინტეგრალურ შედეგზე).

    Primate Labs აღნიშნავს, რომ ახალ Mac Pro-ს გააჩნია გაცილებით უკეთესი თანაფარდობა ფასი/წარმადობა.

    ტესტების სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

    წყარო: Primate Labs

  • Apple-მა გამოუშვა ახალი Xserve

    ახალი სამუშაო სადგურების Mac Pro-სთან ერთად Apple-მა გნაახლა Xserve სერვერების ხაზი, რომლებმაც მიიღეს ოთხბირთვიანი პროცესორები Intel Xeon 3 გჰც სიხშირით და კეშ-მეხსიერებით 12 მბაიტი, ორი დამოუკიდებელი FSB სალტე, რომლებიც მუშაობს 1600 მეგაჰერც სიხშირეზე, 2 გბაიტი მეხსიერება და ორი PCI Express 2.0 სალტე.

    ამის გარდა, ახალმა Xserve-ებმა მიიღეს ფრონტალური USB 2.0 პორტი და ვიდეოადაპტერი, რომლესაც შეუძლია 23-გოჯიან მონიტორებთან მუშაობა. საბაზო კონფიგურაციაში სერვერი დაკომპლექტებულია ერთი 80-გიგაბაიტიანი ვინჩესტერით, თუმცა მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა მიაერთოს სამი SATA ან SAS-დისკი მოცულობით 300 გბაიტი (SAS) ან 1 ტბაიტი (SATA).

    ახალი Xeon-ების გამოყენების წყალობით, სერვერის მიერ მომხარებული სიმძლვარე შეადგენს მხოლოდ 80 ვტ-ს, უმოქმედობის რეჟიმში — 4 ვტ.

    მინიმალური კონფიგურაცის ფასი (2 ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Xeon 2,8 გჰც, 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ორი Ethernet-პორტი, ორი FireWire 800, 3 USB 2.0 და Mac OS X Server-ის ლიცენზია მომხმარებელთა განუსაზღვრელ ოდენობაზე) — $2999.

    წყარო: Apple