Macbook Air-ის მიმოხილვა

აჰა! როგორც იქნა დადგა დღე, როდესაც ჩემს ხელთ მოხვდა ახალი Macbook Air-ი! სტივის ბოლო პრეზენტაციიდან სულმოუთქმელად ველოდი, როდის ჩამოაღწევდა თბილისში ეს ახალი ნოუთბუქი. კვლავაც პირველი ამ საქმეში აღმოჩნდა ჩვენი ბლოგის მიმოხილვების სპონსორი კომპანია iphones.ge, რომლის მაღაზიაც მდებარეობს თბილისში, ლესელიძის 53 ნომერში. დიდი მადლობა მის ხელმძღვანელს, აკა ხუხაშვილს გაწეული დახმარებისათვის! მაშ ასე, მოდით ვნახოთ რა არის … Read more

Macbook Air — 11.6 და 13.3 დუიმი

მოგესალმებით მეგობრებო! მოკლედ შემოვიფარგლები. შემდეგ კვირაში გვექნება ახალი ნოუთბუქების მიმოხილვა. დარჩით ჩვენთან!

7 ივნისს გამოვა ახალი Mac Pro და MacBook Air

მომავალ კონფერენციაზე 7 ივნისს ეფლი წარმოგვიდგენს ახალ სამუშაო სადგურებს Mac Pro და ნოუთბუკებს MacBook Air — ასე თვლიან კომპანია Kaufman Bros.-ის ანალიტიკოსები. „უდაოა, რომ ეფლი წარმოადგენს ახალ აიფონს, ხოლო 3GS მოდელი გაიყიდება 99 დოლარად“, — დარწმუნებით აცხადებს შო ვუ (Shaw Wu). მაგრამ ახალი აიფონის გარდა, ჯობსი წარმოადგენს Mac Pro-სა და MacBook Air-ს. ახალი არაფერი არ … Read more

Sportfolio — ჩანთა MacBook Air-ისათვის Marware-ისაგან

პორტატული კომპიუტერების აქსესუარების ცნობილმა მწარმოებელმა Marware-მა წარმოადგინა ახალი ჩანთა Sportfolio, რომელიც განკუთვნილია Apple MacBook Air-ისათვის. ჩანთა დამზადებულია ნეოპრენისაგან, რომელიც არბილებს დარტყმებს, აგრეთვე აქვს მყარი პლასტიკური ჩანართები და იკეთება ორი ელვა-შესაკარავით. სიახლის ყიდვა შესაძლებელია Marware-ის ინტერნეტ-მაღაზიაში $49,99-ად.

MacBook Air 500 დოლარით გაიაფდა

იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ NAND ტიპის მეხსიერება სულ უფრო იაფდება, Apple-მა ივლისში დაწია MacBook Air-ის ასეთი ტიპის მეხსიერებით აღჭურვილი მოდელის ფასი 500 დოლარით. ახლა ეს მოდელი ღირს $2598. ფასის კლება $3098-დან მოხდა გასულ კვირას. ფასდაკლება განპირობებულია კომპიუტერის მაკომპლექტებელი ნაწილების ფასისი კლებით. ჯერ ერთი, Apple-მა შეამცირა Intel Core 2 Duo პროცესორის ფასი $100-ით, ანუ ეხლა ის … Read more

MultiClutch — multitouch-მოძრაობების მომრგები სამარჯვი MacBook Air-ზე

დამოუკიდებელმა პროგრამისტმა უილ ჰენდერსონმა (Will Henderson) წარმოადგინა სამარჯვის MultiClutch ბეტა-ვერსია — რომელიც საშუალებას იძლევა მოვარგოთ multitouch-მოძრაობები სხვადასხვა მოძრაობების შესასრულებლად. MultiClutch-ის საშუალებით შესაძებელია მაგალითად ზოგიერთ მოძრაობას მივანიჭოთ კლავიატურული მალსახმობი. პროგრამა უფასოდ ვრცელდება. MultiClutch-ის ბეტა-ვერია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან. ფაილის ზომა — 255 კბაიტი. წყარო: Will Henderson

MacBook Air-ის შეძენა აშშ-ში რთულია

Web-საიტი ArsTechnica გვატყობინებს, რომ ახალი პორტატული კომპიუტერი Apple MacBook Air-ი ამჟამად დეფიციტია Apple Store-შიც და საცალო მაღაზიებშიც. მიუხედავდ იმისა, რომ გაყიდვები უკვე თვეზე მეტი ხანია რაც მიმდინარეობს, კომპიუტერის შეძენა კვლავ საძნელო სამეა. Apple.com-ზე კი მოწოდების ვადა შეადგენს 5—7 სამუშაო დღეს. თუ რა არის დეფიციტის მიზეზი — მოწოდების შეზღუდვა, თუ დიდი მოთხოვნილება — ჯერ-ჯერობით უცნობია. წყარო: ArsTechnica

ვოზნიაკმა გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები

Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა ჩაატარა მცირე პრეს-კონფერენცია ავსტრალიერი ჟურნალისტებისატვის, რომლის დროსაც მოგვითხრო საკუთარი აზრები Apple-ის პროდუქტებთან დაკავშირებით. ვოზნიაკმა მოყვა, რომ იგი გააკვირვა ჯობსის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ თურმე მთავარი წინააღმდეგობა iPhone-ში მესამე თაობის ქსელების მხარდაჭერაში ყოფილა ტელეფონის ავტონომიური მუშაობის დრო. „ჩემი 3G-ტელეფონები მუშაობენ არანაკლებს, ვიდრე 2G, — განაცხადა ვოზნიაკმა. — შესაძლოა მე ვცდები, შესაძლოა რამეს … Read more

რამდენად ნელია MacBook Air-ი MacBook-ზე?

კომპანიამ Primate Labs, რომელიც უშვებს პოპულარულ კროსპლათფორმულ პაკეტს კომპიუტერების წარმადობის ტესტირებისათვის, ჩაატარა ახალი კომპიუტერის Apple MacBook Air-ის ტესტირება. ამ ტესტირების პარალელურად, კომპანიამ გამოაქვეყნა ანალოგიური ტესტირების შედეგები MacBook-ისათვის, რომელიც აღჭურვილია Intel Core 2 Duo T7200 პროცესო რით 2,0 გჰც სიხშირით. უნდა ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპიუტერი მიეკუთვნება ბოლოს წინა თაობას, ტესტების უმეტეს ნაწილში მან … Read more

iFixit-მა გამოაქვეყნა MacBook Air-ის დაშლის პროცესის ფოტოები

Web-საიტმა iFixit, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს Apple-ის პორტატული კომპიუტერების და დამკვრელების დაშლა-აწყობის სურათებს, გამოაქვეყნა ახალი კომპიუტერის Apple MacBook Air-ის დაშლის პროცესი. iFixit-ის ფოტოები ამტკიცებენ ადრე გაჩენილ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ MacBook Air-ის აკუმულატორის გამოცვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, აგრეთვე იმასაც, რომ ხისტი დისკის მოცულობა 80 გბაიტი – მაქსიმალურია ამ დროისათვის, ვინაიდან უფრო მოცულობით დისკების ზომა მეტია, … Read more