Tag: Macbook Air

  • MacBook Air-ი უკვე ეგზავნებათ მომხმარებლებს, Apple TV: Take 2 ყოვნდება

    Apple-მა დაიწყო პორტატული კომპიუტერის MacBook Air-ის დაგზავნა მომხმარებლებისადმი. პირველი მყიდველები, რომლებმაც შეუკვეთეს ახალი კომპიუტერები Apple.com-ზე, უკვე ამ დღეებში მიიღებენ საქონელს.

    ამასთან ერთად კომპანიამ გამცნო, რომ კიდევ ერთი პროდუქტის გამოშვება, – Apple TV-ის შიდა პროგრამული უზურნველყოფის განახლება, Apple TV: Take 2, – ოდნავ ყოვნდება. Apple-ის განცხადებით, განახლება მაქსიმუმ ერთი-ორი კვირით დაიგვიანებს.

    წყარო: Apple

  • MacBook Air-ის გარე დისკწამყვანი სხვა კომპიუტერებთან არ იმუშავებს

    როგორც ჩანს, პროცესორის Core 2 Duo-ის მოდიფიკაცია ერთადერთი არაა ახალ კომპიუტერში. web-საიტის Electronista-ს ინფორმაციით, გარე დისკწამყვანი არ იმუშავებს სხვა კომპიუტერებთან.

    Electronista-ს წყაროების განცხადებით, ამის მიზეზია კვების განსაკუთრებული მოთხოვნები, რაც არ იზლევა საშუალებას სხვა კომპიუტერებთან მიერთებისა.

    უნდა ავღნიშნოთ, რომ MacBook Air-ი, გარდა საკუთარი გარე დისკწამყვანისა, შესაძლებლობას იძლევა მიიერთოს ნებისმიერი სხვაც.

    წყარო: Electronista

  • ფილმების გაქირავების სერვისი iTunes-ში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე MacBook Air-ი

    კომპანიის American Technology Research ანალიტიკოსის შო ვუს (Shaw Wu) აზრით, სტივ ჯობსის მოხსენებამ Macworld Conference & Expo 2008-ზე, რომელიც ჩატარდა სან-ფრანცისკოში გასულ კვირას, ვერ გააოცა დამკვირვებლები. ანონსების დიდი ნაწილი,რომლებიც გააკეთა Apple-ის მეთაურმა, მოსალოდნელი იყო, მათ შორის ახალი კომპიუტერი MacBook Air-ი, რომელიც უნდა გახდეს (პრინციპში უკვე გახდა) მოხსენების კულმინაციური მომენტი.

    ანალიტიკოსის აზრით, MacBook Air-ი ვერ გახდება სერიოზული ფაქტორი Mac-კომპიუტერების გაყიდვების ზრდის საკითხში, ვინაიდან მისი მახასიათებლები გადაიფარებიან MacBook-ის და MacBook Pro-ს მიერ. შო ვუ მიიჩნევს, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდა ფილმების გაქირავების სერვისი, რომელიც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი მოვლენა Apple-ის ციფრული ვიდეოს ბიზნესში.

    Apple-ის ფინანსურ სიტუაციაზე საუბრისას, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ს ეკონომიკის საერთო ვარდნისა, სტივ ჯობსის კომპანია ახერხებს შეინარჩუნოს პოზიციები მყარი ფუნდამენტის წყალობით, რომელსაც საფუძველი უკანასკნელ წლებში ჩაეყარა. American Technology Research-მა დაადგინა Apple-ის აქციების მიზნობრივი ღირებულება შემდეგი 12 თვის განმავლობაში $210 ოდენობით.

    წყარო: iPodNN

  • როგორ შევცვალოთ აკუმულატორი MacBook Air-ში

    თუ გავითვალისწინებთ iPod-ში და iPhone-ში აკუმულატორის გამოცვლის თავისებურებებს, რთული არაა მივხვდეთ, რომ ახალი ზეთხელი პორტატული კომპიუტერის აკუმულატორის გამოცვლისათვის საჭირო იქნება მისი გადაგზავნა სერვის-ცენტრში. სამწუხაროდ ეს შიშები გამართლდა: Apple-ის განცხადებით, აკუმულატორის გამოცვლა MacBook Air-ში დაჯდება $129, საჭიროებს კომპიუტერის გადაგზავნას და დასჭირდება 5 სამუშაო დღე.

    თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეცვლის პროცედურა არაა ისეთი ძნელი, როგორც iPod -ში ან iPhone-ში. AppleInsider-ის ინფორმაციით, ამ ოპერაციის ჩასატარებლად, საკმარისია გქონდეთ მხოლოდ ერთი სახრახნისი. ჭანჭიკების მოშვების შემდეგ, რომლითაც მაგრდება კომპიუტერის ქვედა ნაწილი, თქვენ გეხსნებათ წვდომა აკუმულატორის განყოფილებასთან. უშუალოდ ლითიუმ-პოლიმერული ბატარეა (მოცულობა – 37 ვტ/სთ) იმავე სახრახსნისით იხსნება და აძვილად სძვრება პლატას, ვინაიდან მირჩილული არაა, არამედ გააჩნია სპეციალური ჩამრთავი.

    ოპერაციის სიმარტივის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უახლეს ხანში სხვა მწარმოებლების მიერ დაიწყება აკუმულატორების დამზადება MacBook Air-ისათვის შეცვლის პროცედურის დაწვრილებითი აღწერილობით.

    წყარო: AppleInsider

  • MacBook Air-ს Quanta ააწყობს

    ტაივანური კომპანია Quanta Computer გახდა Apple-ის პარტნიორი MacBook Air-ის აწყობის საკითხში, გვატყობინებს DigiTimes-ი. გამოცემის ინფორმაციით, Apple-თან დადებული ხელშეკრულება დაეხმარება Quanta-ს გაზარდოს წარმოების მოცულობა 20-ით%.

    საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით DigiTimes ამტკიცებს, რომ მიმდინარე წელს Quanta გეგმავს გაზარდოს პორტატული კომპიუტერების მოწოდება 25%-ით, ვიდრე გასულ წელს, ხოლო მთავარი შემკვეთები არიან Apple-ი და Hewlett-Packard-ი.

    „Apple-ი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა MacBook Air-ი, მათ აწყობას გადასცემს Quanta-ს, – წერს გამოცემა. – პორტატული კომპიუტერების წილი, რომელიც Apple-ის დაკვეთით მზადდება, წარმოების საერთო მოცულობაში 20%-ზე მეტი იქნება 6—8 მლნ. მოწყობილობას შეადგენს.

    Quanta-ს საწარმოო სიმძლავრეების გამოყენებით იწყობა აგრეთვე MacBook-ები.

    წყარო: DigiTimes