[youtube]http://www.youtube.com/watch?v=iwJSrcRwhrI[/youtube]
Tag: Macbook Pro
-
Apple-მა გამოუშვა MacBook Pro firmware-ის განახლება
Apple-მა გამოუშვა MacBook Pro-ს შიდა კოდის განახლება — MacBook Pro EFI Firmware Update 1.5.1.
კომპანიის განცხადებით, განახლება ასწორებს ზოგოერთ შეცდომას წინა ვერსიასთან შედარებით.
განახლების ფაილის ზომა — 4,9 მბაიტი.
წყარო: Apple
-
FastMac-მა გამოუშვა აკუმულატორი MacBook Pro 17-ისათვის
კომპანია FastMac-ი, რომელიც სპეციალიზირდება Mac-კომპიუტერების სხვადასხვა დამატებითი მოწოყობილობების გამოშვებაზე, განაცხადა ახალი პროდუქტის, TruePower-ის გამოშვების შესახებ, რომელიც განკუთვნილია ყველაზე ძლიერ პორტატულ კომპიუტერთან – 17-გოკიან MacBook Pro-სთან სამუშაოდ.
კომპანიის განცხადებით, „მშობლიური“ აკუმულატორის შეცვლით, 17-გოჯიანი MacBook Pro-ს მფლობელებს შეუძლიათ გაზარდონ ავტონომიური მუშაობის დრო, ვინაიდან ახალი პროდუქტი გამოირჩევა მაღალი მოცულობით – 71 ვტ/სთ, მაშინ როცა ორიგინალურის მოცულობაა – 68 ვტ/სთ.
აკუმულატორი TruePower-ი დაფუძნებულია ლითიუმ-პოლიმერულ ელემენტებზე და აღჭურვილია დარჩენილი მუხტის შუქდიოდიანი ინდიკატორით.
სიახლის ფასი შეადგენს $99,95 – $30-ით უფრო იაფი, ვიდრე ორიგინალური აკუმულატორი.
წყარო: FastMac
-
Apple-მა გამოუშვა MacBook Pro Software Update 1.2
Apple-მა გამოუშვა MacBook Pro-ს ბოლო მოდელების პროგრამული უზურნველყოფის განახლება, – MacBook Pro Software Update 1.2. განახლება განკუთვნილია პორტატული კომპიუტერებისატვის, რომლებზეც გამოიყენება ოპერაციული სისტემა Mac OS X Tiger 10.4.9 ან 10.4.10.
კომპანიის განცხადებით, განახლება აუმჯობესებს კომპიუტერის გრაფიკული ქვესისტემის მუშაობის სტაბილურობას და რეკომნდირებულია MacBook Pro-ს ყველა მოდელზე Intel Core 2 Duo 2,2 და 2,4 გჰც პროცესორებით.
განახლების დაყენება შესაძლებელია Mac OS X Software Update-ის მეშევობით.
წყარო: Apple