Tag: Macbook

  • IBM-ი გადადის MacBook-ზე

    კომპანია IBM-ის თანამშრომლებმა მიიღეს ასი ცალი პორტატული კომპიუტერი Apple MacBook ექსპერიმენტის სახით, რომლის განმავლობაშიც მათ უნდა გაარკვიონ, რამდენად არის ასეთი კომპიუტერების გამოსადეგი კომპანიაში, სადაც რამდენიმე პლათფორმა გამოიყენება.

    ჯერ კიდევ გასულ წელს IBM-ში დაიწყეს Apple-ის კომპიუტერიების გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა. მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა მიიღეს Apple-ის კომპიუტერები, ჩატარდა გამოკითხვა მათი მოხმარების მოხერხებულობის შესახებ. შედეგად 18 თანამშრომელმა აღნიშნა მუშაობის უკეთესი ხარისხი, ხოლო თანამშრომელთა 86% ითხოვა, რომ მათვის დაეტოვებინათ კომპიუტერები შემდგომი მუშაობისათვის.

    თუმცა კომპანია IBM-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს არ ნიშნავს კომპანიის სრულ გადასვლას PC-დან Мас-ზე, ეს უფრო არის რამდენიმე პლათფორმის გამოყენების შესაძლებლობის მოშინჯვა.

    IBM-ის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი არის ამ კომპიუტერების საიმედობა, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ისინი გამოიყენება სამეცნიერო წრეებში, სადაც IBM-ს საკამოდ მჭიდრო კავშირები გააჩნია.

  • Corsair-მა გამოშვა ოპერატიული მეხსიერება MacBook-ისათვის

    ოპერატიული მეხსიერების ცნობილმა მწარმოებელმა, კომპანიამ Corsair-ი გამოუშვა ახალი პროდუქტი, რომელიც Apple-ის პორტატული კომპიუტერების მომხარებელებს დააინტერესებს.

    მეხსიერების ახალი მოდული Corsair Mac Memory VSA4GSDSKIT667C4, მწარმოებლის განცხადებით, მაღალი დონის პროდუქტია: მცირე დაყოვნებების და MacBook-ისა და MacBook Pro-სათვის ოპტიმიზაციის წყალობით მოგება წარმადობაში ზოგოერთ შემთხვევაში 28% აღწევს.

    Corsair Mac Memory VSA4GSDSKIT667C4 მუშაობს 667 მგჰ სიხშირეზე და მოცულობა აქვს 4 გბაიტი. ფასი — $159.

    წყარო: Corsair

  • Huckleberry გადააქცევს MacBook-ს ვიდეოკამერად

    კომპანიამ Ecamm Network-მა დაიწყო Huckleberry-ის — Apple MacBook-ის და MacBook Pro-ს სამარჯვის ახალი ვერსიის გაყიდვა, რომელიც საშუალებას იძლევა გადავაქციოთ კომპიუტერი ვიდეოკამერად. ამ ხელსაწყოს მთავარი ელემენტია სარკე, რომელიც საშუალებას იძლევა გადავიღოთ ის ობიექტები, რომლებიც კომპიუტერის წინაა განთავსებული.

    აქსესუარის კომპლექტაციაში შედის შესანახი ტომსიკა, აგრეთვე პროგრამა iGlasses-ის გამოყენების ლიცენზია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მოვარგოთ გამოსახულება. Huckleberry-ის ფასი — $28,95.

    წყარო: Ecamm Network

  • რამდენად ნელია MacBook Air-ი MacBook-ზე?

    კომპანიამ Primate Labs, რომელიც უშვებს პოპულარულ კროსპლათფორმულ პაკეტს კომპიუტერების წარმადობის ტესტირებისათვის, ჩაატარა ახალი კომპიუტერის Apple MacBook Air-ის ტესტირება.

    ამ ტესტირების პარალელურად, კომპანიამ გამოაქვეყნა ანალოგიური ტესტირების შედეგები MacBook-ისათვის, რომელიც აღჭურვილია Intel Core 2 Duo T7200 პროცესო რით 2,0 გჰც სიხშირით. უნდა ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპიუტერი მიეკუთვნება ბოლოს წინა თაობას, ტესტების უმეტეს ნაწილში მან შეძლო MacBook Air-ის გასწრება, რასაც თვალნათლივ აჩვენებს წარმადობის ინეგრალური რეიტინგები – 2015 ქულა MacBook Air-ისათვის MacBook-ის 2563-ის წინააღმდეგ. განსაკუთრებით თვალშისაცემია სხვაობა პროცესორის სიჩქარეში.

    დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამ გვერდზე.

    წყარო: Primate Labs

  • Apple-ი წარმოადგენს ახალ პორტატულ კომპიუტერს Multitouch-თაჩპადით

    Web-საიტი MacRumors საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვამცნობს ზოგიერთ დეტალს ახალი პორტატული კომპიუტერის შესახებ, რომლის წარდგენასაც ველოდებით სავარაუდოდ უახლოეს Macworld Conference & Expo-ზე.

    MacRumors-ის ცნობით, ახალ ულტრაპორტატულ Mac-ს არ ექნება ოპტიკური დისკწამყვანი. ამასთან ერთად კომპანია გამოუშვებს გარე დისკწამყვანს, რომლის წყალობითაც მომხმარებელები შეძლებენ ყველა საჭირო ოპერაციის ჩატარებას CD და DVD-დისკებთან.

    MacRumors-ი გვატყობინებს, რომ Apple სავარაუდოდ არ შემოიფარგლება მარტო ერთი პორტატული კომპიუტერის პრემიერით. თუ როგორ კონფიგურაციებით გამოვა MacBook, MacBook Pro და ახალი ულტრაპორტატულიუ კომპიუტერი, უცნობია, თუმცა, web-საიტის ცნობით, ერთ-ერთი მოდელი მაინც აღიჭურვება multitouch-ტექნოლოგიის მქონე თაჩპადით, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა iPhone-ში.

    წყარო: MacRumors