Apple-მა გუშინ განაახლა სერვისი MobileMe, რომელიც მართალია უფასო არ გამხდარა, მაგრამ მიიღო განახლებული ინტერფეისი. ძირითადი ცვლილებები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ სურათებზე:







თანახმად ჭორებისა, კომპანია ეფლმა შესაძლოა უფასო გახადოს MobileMe-ს სერვისი. ამ ეტაპზე წლიური ხელმოწერა ჯდება 99 აშშ დოლარი, თუმცა ახალი მაკ-კომპიუტერის შეძენისას გეძლევათ ფასდაკლება.
MobileMe-ს დახმარებით შესაძლებელია ელფოსტოს, კონტაქტების და კალენდრების სინქრონიზაცია რამოდენიმე კომპიუტერზე, მათ შორის PC-ზეც. ასევე მისი დახმარებით შეგიძLიათ შექმნათ ფოტო ალბომები, იპოვნოთ დაკარგული აიფონი და შეინახოთ მაკ-კომპიუტერის სხვადასხვა სახის მონაცემები.
ჯერ-ჯერობით ჭორი ჭორად რჩება. ველით.
Apple-მა გაუშვა ექსპლუატაციაში ახალი ვებ-სერვისი MobileMe, რომელიც შეცვლის .Mac-ს.
MobileMe ხელმისაწვდომია ვებ-ბრაუზერიდან Safari მისამართზე Me.com. სერვისის შესაძლებლობებს შორისაა — ელფოსტის შეტყობინებებთან, კალენდრებთან და კონტაქტებთან push-მუშაობა Mac-ს, iPhone-სა და PC-ის შორის (ინტეგრაცია Outlook-თან), მძლავრი web-პროგრამების ნაკრები ელფოსტასთან, კონტაქტებთან, კალენდრებთან, გალერეებთან, iDisk-თან სამშაოდ.
ხელმოწერის ღირებულება — $99 წლიურად, კომპანია აგრეთვე შესაძლებლობას გაძლევთ გაცნობის მიზნით უფასოდ იმუშაოთ 60 დღე.
წყარო: Apple
Apple თავისი ონლაინ მომსახურების .Mac–ის რეფორმირების პროცესშია, რომელმაც, როგორ მოსალოდნელი იყო სახელიც შეიცვალა — MobileMe.
WWDC კონფერენციაზე გამოსვლისას, Apple–ის საერთაშორისო მარკეტინგის ვიცე–პრეზიდენტმა ფილიპ შილერმა (Philip Schiller), MobileMe დაახასიათა როგორც „Exchange ყველასთვის“.
„ყველა არ მუშაობს მსხვილ კორპორაციაში, ყველას არ გააჩნია Exchange სერვერების წვდომა, მაგრამ აწი, MobileMe–ის გამოყენებით შეძლებენ ანალოგიური შესაძლებლობებით სარგებლობას“, – განაცხადა შილერმა.
MobileMe–ის შეუძლია — push-მუშაობა ელფოსტის შეტყობინებებთან, კალენდართან და კონტაქტებთან; Mac–ს, iPhone–სა и PC–ს შორის სინქრონიზაცია (Outlook–თან ინტეგრაცია); გააჩნია ელფოსტასთან, კონტაქტებთან, კალენდართან, გალერეებთან, iDisk–თან მუშაობისთვის საჭირო მძლავრი web-დამატებების ნაკრები; ასევე, მანამდე .Mac–თან მომუშავე სამაგიდო დამატებების მხარდაჭერა.
წლიური ხელმოწერის ღირებულებაა 99$. კომპანია ასევე საცდელ, 60 დღიან, უფასო პერიოდსაც გთავაზობთ. განახლებული მომსახურების შემოთავაზება ივლისში დაიწყება.
Apple–მა თავის web-საიტზე MobileMe–ის შესაძლებლობების ვიდეომიმოხილვა განათავსა.
წყარო: Apple