Tag: Movie

  • მალე ცისფერ ეკრანებზე: iCon

    iCon
    iCon

    ყალბი სტივ ჯობსის შემქმნელმა დენ ლაიონზი (Dan Lyons) [ლაურა ლაიონზის ნეტავ ვინაა? ;)] ახალი გასართობი მოუძებნა საკუთარ თავს — ახლად ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში ის დაიწყებს ახალი სატელევიზიო სერიალის გადაღებას სახელად „iCon“, რომლის არსი შემოიხაზება ფრაზით „ულმობელი სატირა, რომლის მიზანშიც მოხვდება კუპერტინული გამოგონილი CEO-ს ზომაგადასული ეგო და გაუმაძღრობა“.

    iCon (ინგ.)

    1. ხატი 2. iთაღლითი

    ინფორმაციის იმ ნამცეცების მიხედვით, რომელმაც უკვე გამოჟონა ქსელში, „iCon“ აღმოჩნდება ნახევარსაათიანი ეპიზოდებისაგან შემდგარი დაბალბიუჯეტური სერიალი, რომლის გადაღებასაც უხელმძღვანელებს ლარი ჩარლზი (Larry Charles) — „Borat“-ისა და „Religulous“-ის რეჟისორი. ალბათ ასევე გამოსადეგარი იქნება ჩარლზისეული სასცენარო და საპროდიუსერო გამოცდილება — ეს სპეციალობები მან წარმატებით აითვისა „Seinfeld“-ის და „Curb Your Enthusiasm“-ის გადაღებისას. მოდით მოვიუსმინოთ მას:

    — ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ თანამედროვე „მოქალაქე კეინი“. ეს იქნება მწვავე სატირა სილიკონის ველზე  და მის ყველაზე ცნობილ მკვიდრზე.

    „მწვავე სატირის“ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საკაბელო არხი Epix-ი. ზუსტი ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • iTunes Store-ი წარმოადგენს ფილმების გაქირავების სერვისს

    დღეიდან Apple iTunes Store-ი იწყებს ახალი სერვისის ამუშავებას — კინოფილმების გაქირავება $2,99-ად.

    კომპანიის განხცადებით, თებერვლის ბოლოს გაქირავებაში გამოვა 1000 კინოფილმი, მათგან 100-ზე მეტი – HD-ფორმატში 5.1 Dolby Digital ხმით. გაქირავების ფასია – $2,99 კატალოგში მოცემული ფილემბისათვის და $3,99 – ახლებისათვის. HD-ფორმატში ფილმი სულ $1 დოლარით ძვირია – $3,99 და $4,99 შესაბამისად.

    „სევისი iTunes Movie Rentals საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მომენტალურად საუკეთესო ფილმები iPod-ის, iPhone-ის, ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანზე, ვიდეომაღაზიის მონახულების გარეშე“, – განაცხადა სტივ ჯობსმა.

    როგორც კი მომხმარებელი შეუკვეთავს ფილმს, ფილმი დაიწყებს დამოქაჩვას iTunes-ში ან Apple TV-ში, ამასთან მომხმარებლები, რომლებსაც ფართო არხი აქვთ ქსელთან წვდომის, ყურების დაწყება რამდენიმე წამში შეეძლებათ. ფილმის ყურების დაწყება ქირაობიდან 30 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, ხოლო დასრულება – ყურების დაწყებიდან ერთი დღე/ღამის განმავლობაში.

    წყარო: Apple