Tag: O2

  • დიდ ბრიტანეტში უკონტრაქტო iPhone 3G ღირს £350

    ბრიტანულ კავშირგაბმულობის კომპანია O2 აცხადებს ფასებს iPhone 3G-ზე და მომსახურების პაკეტებზე კონტრაქტის გაფორმების გარეშე. შეძენის ასეთი ვარიანტი ხელმისაწვდომი გახდება 16 სექტემბრიდან.

    8-გბაიტიანი მოდელის ფასი იქნება £350, 16-გბაიტიანისა £50-ით უფრო ძვირი. ნებისმიერი ვარინტის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს უფასოდ ერთწლიან წვდომის უფლებას ინტერნეტში Wi-Fi-ს მეშვეობით.

  • O2-მა განბლოკილი 3G iPhone-ის ფასები გაავრცელა

    კომპანია О2–მა, რომელიც Apple iPhone–ებს აწვდის გაერთიანებულ სამეფოს, მიუბმელი ტელეფონის ფასები გაავრცელა. £299.99 ეღირება 8 გბ–იანი 3G iPhone, £359.99 – 16 გბ–იანი 3G iPhone. ფასში შედის მობილური ქსელით და wi-fi–ს წვდომის წერტილებიდან მონაცემთა ულიმიტო გადაცემა. 6 თვის შემდეგ, კომპანიის მიერ მიწოდებული ამ პაკეტის ღირებულება თვეში £10 ეღირება.

    ფასი სავსებით მისაღებია, მით უმეტეს, რომ 18 თვიანი სავალდებულო კონტრაქტიანი, სუბსიდირებული iPhone–ის ღირებულება £269.99–ს შეადგენს.

  • O2 კმაყოფილია iPhone-ის გაყიდვებით

    ბრიტანული ოპერატორი O2 iPhone-ს ასახელებს როგორც ყველაზე გაყიდვად მოწყობილობას ნისლიან ალბიონზე და აღნიშნავს, რომ Apple-ის ტელეფონი დაეხმარა მას შემოსავლების 9,5-პროცენტიან ზრდაში 2007 წლის ბოლო კვარტალში.

    კომპანიას არ მოყვას ზუსტი მონაცემები iPhone-ის გაყიდვებისა, თუმცა ცნობილია, რომ O2 გასული კვარტალი დაასრულა რეკორდული მაჩვენებლებით – დამატებით 483 ათასი კლიენტი და 276 ათასი კონტრაქტი. iPhone -ის ოფიციალურ მომხმარებელთა 60%-ზე მეტი გადავიდა O2-თან სხვა ოპერატორებისაგან.

    წყარო: Electronista

  • O2 ახალ პირობებს სთავაზობს iPhone-ის მყიდველებს

    O2 ახალ პირობებს სთავაზობს iPhone-ის მყიდველებს დიდ ბრიტანეთში. iPhone-ის ტარიფები კიდებ უფრო მიმზიდველი გახდა.

    მაგალითად, სულ 35 გირვანქა სტერლინგად თვეში შეგეძლებათ გააგზავნოთ სამჯერ უფრო მეტი მტშ და ისაუბროთ სამჯერ მეტი. წინა პაკეტი, რომელიც 55 გირვანქა ღირდა ყოველთვიურად, გაიაფდა 45 გირვანქამდე. ამის გარდა, წარმოდგენილია ახალი პაკეტი 75 გირვანქად, რომელშიც შედის 3,000 წუთი სასაუბროდ და 500 მოკლე შეტყობინება, მოქედების ვადა ასევე ერთი თვეა.

    უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ ამ ტარიფზე გადასვლა ავტომატურად მომდევნო თვიდან. O2 აღნიშნა: „უკვე ახლა iPhone-ი – ყველაზე გაყიდვადი საქონელია. ახალი ტარიფები საშუალებას მოგვცემს ბაზრის კიდევ უფრო დიდი სეგმენტის დაპყრობის საშუალებას.“

  • O2 აფართოებს სატარიფო გეგმების შემოთავაზებებს iPhone-ის მფლობელებისათვის

    Apple-ის პარტნიორმა iPhone-ის გავრცელებაში დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორმა O2, როგორც სჩანს, სერიოზულად გადაწყვიტა მიიზიდოს ახალი მომხმარებლები. სასაუბრო წუთების რაოდენობის მატებასთან ერთად ფასის მატების გარეშე, კომპანიამ გადაწყვიტა გააფართოოს მომსახურების ფიქსირებული პაკეტების სია.

    ახალი პაკეტების (თითოეული მათგანის საფასური შეადგენს £7.50 თვეში) შეძენა შესაძლებელი იქნება ძირითად პაკეთან ერთად. £7.50-ის გადახდის შემდეგ, მფლობელი ძირითად წუთებთან და მტშ-ებთან ერთად მაგალითად მიიღებს შიდა ქსელში სასაუბრო განუსაზღვრელ დროს. სხვა 7,5-გირვანქიანი პაკეტები შესაძლებლობას იძლევიან გააგზავნოთ განუსაზღვრელი რაოდენობის მტშ და სხვ.

    O2-ის სიახლეების შესახებ დაწვრილებითი ინფომაცია იხილეთ აქ.

    წყარო: iPodNN