Tag: Office 2008 for Mac

  • Microsoft-მა გამოუშვა Office 2008 for Mac 12.1.1 განახლება

    Mac Business Unit (MacBU), Microsoft-ის მაკ განყოფილება გვამცნობს, რომ გამოვიდა Microsoft Office 2008 for Mac 12.1.1 განახლება, რომელიც აუმჯობესებს პროგრამის სტაბილურობას და წარმადობას.

    გაუმჯობესებების სრული სია შეგიძიათ იხილოთ აქ.

    Microsoft Office 2008 for Mac 12.1.1 Update -ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან. განახლების ფაილის ზომა — 153 მბაიტი.

    წყარო: Microsoft

  • Microsoft Office–ის მაკ-ვერსიის ტრიუმფი

    Microsoft-ის ქვეგანყოფილებამ Mac Business Unit, რომელიც უშვებს პროგრამებს მაკისთვის, MWSF-2008–ზე იანვარში წარმოდგენილი Office 2008–ის გაყიდვებში მიღწეული არნახული წარმატების შესახებ განაცხადა. მაკისთვის Office–ის არსებობის 19 წლიან ისტორიაში გაყიდვების რეკორდი დამყარდა.

    კერძოდ Office 2008 იყიდება 3–ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე Office 2004. თავისთვად Microsoft–ის ამ წარმატების მიღმა თვალნათლივ ჩანს Apple–ის წარმატებაც, რომლის კომპიუტერებიც 2008 წლის პირველ კვარტალში, ამ კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფად იყიდებოდა.

    ამ კვირაში გამოვიდა განახლებების პაკეტი Service Pack 1 (SP1), რომელმაც აღმოფხრა სტაბილურობასთან და უსაფრთხოებასთნ დაკავშირებული რიგი პრობლემები. Microsoft მომდევნო განახლებაში Visual Basic for Application (VBA) მხარდაჭერის დაბრუნებას გეგმავს.

  • Office 2008 SP1 for Mac კვლავ VBA-ს მხარდაჭერით

    Microsoft–მა გააკეთა განცხადება Mac კომპიუტერებისთვის საოფისე პაკეტის ბოლო ვერსიის – Office 2008–ის სარეკორდო გაყიდვების შესახებ.

    Microsoft–ის Mac Business Unit–ის გენერალური მენეჯერის, ქრეიგ ეისლერის (Craig Eisler) სიტყვებით, გამოსვლიდან პირველი თვეების განმავლობაში Office 2008–ის გაყიდვების დინამიკა სამჯერ აჭარბებს წინა ვერსიის, Office 2004–სას.

    „შემდგომი ვერსიის გამოშვებას მომხმარებელთან მჭიდრო თნამშრომლობით ვაპირებთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ Office for Mac კვლავაც ყველაზე მძლავრ და თავსებად პაკეტად დარჩება Mac–ის მომხმარებლებისთვის,“ – სთქვა ეისლერმა.

    პაკეტის მომავალ ვერსიაში ერთ–ერთი ყველაზე თვალშისაცემი სიახლე Visual Basic for Applications–ის მხარდაჭერის დაბრუნება იქნება. Microsoft–ის სიტყვებით, ამგვარი ნაბიჯის მიზანია მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. საუბარია მომხმარებლებზე, რომელთაც მაკროსების ორივე პლატფორმაზე თავსებადობის უზრუნველყოფა ესაჭიროებათ.

    იმავდროულად კომპანიამ გამოუშვა Service Pack (SP1) for Mac Office 2008 პაკეტის განახლება, რომელიც აუმჯობესებს დამატებების მწარმოებლურობას, უზრუნველყოფს მათი მუშაობის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.

    Service Pack (SP1) for Mac Office 2008–ში შესატანი განახლებების სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. სამწუხაროდ, პაკეტში კვლავინდებურად არ არსებობს რუსული ენის სრულყოფილი მხარდაჭერა.

    განახლების დაყენება შეგიძლიათ Office 2008–ის შემადგენლობის AutoUpdate for Mac უტილიტის გამოყენებით, ან ხელით, წინასწარ Microsoft–ის web-საიტის ამ გვერდიდან გადმოწერის შემდეგ.

    წყარო: Microsoft Mactopia

  • Microsoft-მა დაიწყო Office 2008 for Mac-ის კორპორატიული ლიცენზიების გაყიდვა

    Microsoft-ის ქვეგანყოფილებამ, Mac Business Unit, გამცნო, რომ კორპორატიული ლიცენზია (Volume License, VL), ხელმისაწვდომია 1 თებერვლიდან.

    ამ მომენტში კორპორატიული ლიცენზიები ხელმისაწვდომია ინგლისური, ფრანგული და იაპონური ლოკალიზაციებისათვის, თუმცა 1 მარტიდან შესაძლებელი იქნება ლიცენზიის მიღება სხვა ენებისთვისაც — ჰოლანდიური, გერმანული, იტალიური, ესპანური, შვედური და ნორვეგიული.

    საოფისე პაკეტის ახალი ვერსია კომპანიამ წარმოადგინა გამოფენაზე Macworld Conference & Expo, რომელიც გასულ თვეს გაიმართა სან-ფრანცისკოში.

    წყარო: MacNN