Tag: Office 2011 for Mac

  • Microsoft Office 2011 მხოლოდ 32-ბიტიანი იქნება

    Microsoft Office 2011-ის შემდეგი მაკ-ვერსია, რომელიც ამ წლის შემოდგომაზე გამოდის გაყიდვაში, მხოლოდ 32 ბიტიანი იქნება. დეველოპერების აღიარებით, მათ გადაწყვიტეს აქცენტი გადაეტანათ უკეთეს თავსებადობაზე თავის ანალოგთან Windows-ზე. რის გამოც შეეწირა პაკეტის სრული გადატანა Cocoa-ში.

    Office 32bit
    Office 32bit

    ამასთან, Microsoft Office 2011-ის ინტერფეისი „არაჩვეულებრივი იქნება“, მიუხედავად იმისა, დაწერილია თუ არა ის Cocoa-ში. სხვათაშორის, Outlook-ი მთლიანად cocoa-ზეა დაწერილი, ასე რომ შესაძლოა ის გახდეს პირველი 64 ბიტიანი აპლიკაცია.

  • Office 2011-ის ახალი ეკრანული ანაბეჭდები: კაკაო და ლენტები

    როგორც ცნობილია, Office 2011 for Mac-ი გაყიდვაში არა 2011 წელს გამოვა, არამედ ოდნავ უფრო ადრე — 2010 წლის ბოლოს. ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა ვიხილოთ ახალი ინტერფეისი. ეს Boy Genius Report-ის დამსახურებაა, რომლებსაც ხელთ ჩაუვარდათ რამოდენიმე სურათი. აქ სრული გალერეაა:

    http://www.boygeniusreport.com… album-1/gallery-23/

    ამ სურთების მთავარი მომენტი გახლავთ ინტერფეისის სახეცვლილება ახალ ოფისში — მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ Microsoft-ის პროგრამისტებმა შეძლეს სრულყოფილი ლენტური დიზაინის შექმნა მაკ-ვერსიისათვის.

    Office 2011 Screenshots
    Office 2011 Screenshots
  • Microsoft Office 2011 for Mac

    “სხვა ადამიანებთან ერთად – თანამშრომლებთან, ახლობლებთან ან სხვებთან – თქვენ ხდებით იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ქმნის Office for Mac-ის ყოველ ახალ ვერსიას. ჩვენთვის ახლა მთავარი არის – პლათფორმის მიუხედავად ერთობლივი მუშაობა და სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა გადავაქციოთ Office for Mac 2011 საუკეთესო საოფისე პაკეტად მაკისათვის”, – სწორედ ასეთი სიტყვებით მიმართა Microsoft Macintosh Business Unit-ის დირექტორმა ერიკ უილფრიდმა დამსწრე საზოგადოებას Macworld 2010-ზე.

    Microsoft Office 2011 for Mac New Features
    Microsoft Office 2011 for Mac New Features

    პრეზენტაციის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა პროდუქტის სიახლეებს: პაკეტში დაემატება დოკუმენტების ერთობლივი რედაქტირების შესაძლებლობა. სტანდარტული პროგრამების ინტერნეტ-ვერსიები შესაძლებლობას მოგცემთ იქონიოთ დოოკუმენტებთან წვდომა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, ხოლო გადამUშავებული გრაფიკული ინტერფეისი იქნება მაკის და Office 2008-ის ინტერფეისების ნაზავი:

    Microsoft Office 2011 for Mac New Features
    Microsoft Office 2011 for Mac New Features

    ცალკე იყო გაჟღერებული ინფორმაცია Microsoft Outlook-ის Cocoa ვერსიაზე – ახალ საფოსტო კლიენტში როგორც იქნა შესაძებელი იქნება ამ პროგრამის Windows-ვერსიის PSTფაილიების იმპორტი, გაიზრდება წარმადობა, ასევე დაემატება Spotlight-ისა და Time Machine-ის მხარდაჭერა.

    ამის გარდა პრეზენტაციაზე განაცხადეს ფრიად საინეტერესო რამ: კერძოდ ის, რომ შესაძლოა მოხდეს Microsfot Officeის- პორტირება iPad-ისათვის! ვნახოთ რამდენად შეასრულებენ ამ დაპირებას.