Tag: PayPal

  • PayPal-ი დაბლოკავს Safari-იდან წვდომას?

    Apple Safari ვებ-ბრაუზერის მომხმარებლებმა შეიძლება მომავალში დაკარგონ PayPal-ის სისტემაში ტრანზაქციების გატარების შესაძლებლობა.

    PayPal-ის საინფორმაციო უსაფრთხოების დირექტორის მაიკლ ბარეტის (Michael Barrett) განცხადებით, ამ ეტაპზე ფიშინგის საშიშროება იმდენად დიდია, რომ კომპანიას უბრალოდ უფლება არა აქვს გამოიყენოს საშიში ბრაიზერები. „ჩვენი აზრით, PayPal-ის ასეთი ბრაუზერით გამოყენების უფლების მიცემა იგივეა, რომ ავტომობილი უსაფრთხოების ღვედების გარეშე გაიყიდოს“, — წერს ბარეტი. ადრე კომპანიამ უკვე შეიტანა Safari იმ პროგრამების სიაში, რომლებსაც არ გააჩნიათ ფიშინგის საწინააღმდეგო შესაფერისი დაცვა.

    ბარეტის სიტყვებით, ამჟამად კომპანია ამუშავებს საშიშ ბრაუზერებთან მუშაობის წესებს, რის შემდეგაც PayPal-თან წვდომა დაბლოკილი იქნება.

    წყარო: MacWorld UK

  • PayPal არ გვირჩევს Safari-ს გამოყენებას

    საგადასახადო სისტემა PayPal-ი აფრთხილებს თავის კლიენტებს არ გამოიყენონ Apple Safari ტრანზაქციების შესრულებისათვის, ვინაიდან ეს პროგრამა, PayPal-ის აზრით, ვერ უზურნველყოფს თაღლითობისგან (ფიშინგის) სათანადო დაცვას.

    PayPal-ის მომხმარებლები ხშირად ხდებიან ასეთი თავდასხმის მსხვერპლი: საიტი-„ორეულის“ შექმნით, ბოროტმოქმედნი ცდილობენ მიიღონ მომხმარებლების პირადი ინფორმაცია.

    PC world-ის ინფორმაციით, Safari — ერთადერთი ბარუზერია, რომელსაც გააცნია ასეთი უწესრიგობა.

    წყარო: Yahoo!