ახალი Macbook Pro-ს მიმოხილვა

მეგობრებო, დღეს ჩემმა მეგობარმა და ჩვენი ეფლისტების ორგანიზაციის სპონსორმა აკა ხუხუაშვილმა, რომლის მაღაზია განთავსებულია ლესელიძის 53 ნომერში, ტესტირებისათვის გამომცა ამასწინათ გამოშვებული ახალი Macbook Pro Intel Core i7 პროცესორით. ახლა ამ მცირე პოსტს ზუსტად ამ კომპიუტერიდან ვწერ.  ამ კვირის ბოლოს შემოგთავაზებთ სრულფასოვან მიმოხილვას ამ ნოუთბუკის შესახებ. P.S. ჰო, არ დაგავიწყდეთ, რომ სანამ ჩემი ახალი iPhone 4-ი… Continue reading ახალი Macbook Pro-ს მიმოხილვა

iPad-ის მიმოხილვა, ნაწილი 3

განვაგრძოთ iPad-ის შესწავლა. გთავაზობთ მიმოხილვის მესამე ნაწილს. დღეს მოდით ვისაუბროთ აპლიკაციებზე, რომლებთანაც ყველაზე მეტად გვექნება შეხება. როგორც ამასწინათ რომელიღაც უცხოურ ბლოგში წავიკითხე — აიპადი სუფთა დაფასავითაა, რომელიც აპლიკაციის გაშვებისას სულ სხვა რამედ იქცევა. და ყოველი პროგრამა აქცევს მას რაღაც ახლად. აპლიკაციები პირობითად შეგვიძლია გავყოთ ორ ჯგუფად: სისტემური, რომლებიც აიპადს მოყვება და დამატებითი, რომელთა გადმოტვირთვაც და… Continue reading iPad-ის მიმოხილვა, ნაწილი 3

iPad-ის მიმოხილვა, ნაწილი 2

მაშ ასე, მიმოხილვის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოხვდა ჩემთან აიპადი, მის მახასიათებლებზე, გარეგან სახეზე და სხვაზე, რაც პრინციპში დიდად მნიშვნელოვანი არაა, ვინაიდან მომხმარებლები დროის დიდ ნაწილს გაატარებენ ოპარაციული სისტემისა და სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებაში. ამიტომაც მოდით დღეს ვისაუბროთ ამ თემებზე ანუ ოპერაციულ სისტემაზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ მოწყობილობის შეძენა შეგიძლიათ თბილისში, ლესელიძის 53… Continue reading iPad-ის მიმოხილვა, ნაწილი 2

iPad-ის მიმოხილვა, ნაწილი 1

შესავალი მოკლედ, ყველფერი იმით დაწყო, რომ პარასკევს ჩვეულებისამებრ მივედი სამსახურში და დავიწყე ჩვეულებრივი რუტინული საქმეების კეთება. დღე არაფერს საინტერესოს არ მოასწავებდა. ვიჯექი და სამუშაოს დაწყებამდე ყავას მივირთმევდი. ამ დროს გაისმა ის სატელეფონო ზარი, რომლემაც არა მარტო პარასკევი დღე, არამედ მთელი შაბათ-კვირაც მთლიანად შემიცვალა. მირეკავდა ჩემი კარგი მეგობარი და ჩვენი მაკისტების ასოციაციის სპონსორი, კომპანია iphones.ge-ს დირექტორი აკა… Continue reading iPad-ის მიმოხილვა, ნაწილი 1

მე და iPad, იხილეთ რევიუ!

მოკლედ, დღეს უცაბედად დამირეკეს და მითხრეს, რომ ასე ნანატრი iPad როგორც იქნა მომეცემა ორი დღით, ორშაბათამდე. თანაც სასწრაფო წესით ჩამწერეს რუსთავი 2-ის გადაცემაში ბიზნეს-კურიერი. ახლა ვზივარ სამსახურში და ერთი სული მაქვს, როდის წავალ სახლში, რომ აიპადის „წვალება“ დავიწყო!

Magic Mouse-ის მიმოხილვა

პრინციპში რომ ვილაპარაკოთ, Apple-ის მაუსები არასოდეს გამოირჩეოდნენ ერგონომიულობით ან/და ტექნიკური გამართულობით. ბოლო, Mighty Mouse-მა მრავალი მომხმარებლის წყრომა დაიმსახურა. რად ღირს თუნდაც მისი ყბადაღებული “ჭიპი”, ცოციას ბურთულა, რომელიც ექსპლუატაციის სულ მცირე დროში იმდენად ისვრებოდა, რომ სრულიად წყვეტდა მუშაობას. აბა თანამედროვე მაუსი რა მაუსია, თუ მას ცოცია არა აქვს (ე.წ. Scroll Wheel)! ჰოდა გაივსო ინტერნეტი ათასგვარი სახლემძღვანელოებით… Continue reading Magic Mouse-ის მიმოხილვა

Snow Leopard-ის სრული მიმოხილვა, ნაწილი 3

ტესტები ტესტებს შორის, რომლებშიც ირბისმა აჯობა ლეოპარდს, იყო დამარქაფების (ირბისი საშუალოდ 32%-ით უფრო სწრაფი იყო), გამორთვ ის, ვიდეოს H.264 ფორმატში კოდირების, PDF დოკუმენტების დათვალიერების, JavaScript-ბენჩმარკის Sunspider-ის, 2 გბ საქაღალდის დაარქივების, iPhoto-ში ფოტოების იმპორტის და Pages-ში დოკუმენტების გადაფურცვლის ტესტები. კიდევ ორ სხვა ტესტში უკეთესი აღმოჩნდა ლეოპარდი, ხოლო დანარჩენ ტესტებში შედეგები პრაქტიკულად იდენტური აღმოჩნდა. ჩემს მიერ ირბისის… Continue reading Snow Leopard-ის სრული მიმოხილვა, ნაწილი 3

Snow Leopard-ის სრული მიმოხილვა, ნაწილი 2

დღეს გთავაზობთ გუშინ დაწყებული სტატიის მეორე ნაწილს. ხვალ ბოლო, მესამე ნაწილი იქნება ცვლილებები აპლიკაციებში Mac OS X-თან ერთად მომხმარებელი იღებს ორმოცდაათამდე დიდ და პატარა აპლიკაციას და სამარჯვს, რომლებიც ქმნიან მაკის მომხმარებელთა გამოცდილების საფუძველს (Mac user experience). თუ თქვენ გაქვთ საყვარელი პროგრამა, ნამდვილად შეამჩნევთ მცირე, მაგრამ ცვლილებას. ყველაზე მეტი ცვლილება განიცადა Preview-მ, უნივერსალურმა სამარჯვმა სურათების და… Continue reading Snow Leopard-ის სრული მიმოხილვა, ნაწილი 2

Snow Leopard-ის სრული მიმოხილვა, ნაწილი 1

2009 წლის 28 აგვისტოს ეფლმა გამოუშვა თავისი ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია – Mac OS X 10.6 Snow Leopard-ი. ჩემს მიერ ოფიციალურად შეძენილი დისკი (რომელიც 24.99 დოლარი დამიჯდა ამაზონზე) მხოლოდ ორ კვირაში ჩამოაღწევს თბილისში, მანამდე გთავაზობთ Macworld-ის დეტალურ და ზუსტ მიმოხილვას. ბოლო ათწლეული ეფლმა მიუძღვნა თავისი ოპერაციული სისტემის, Mac OS X-ის შექმნა/გაუმჯობესებას, გააერთიანა რა კლასიკური Mac… Continue reading Snow Leopard-ის სრული მიმოხილვა, ნაწილი 1

Mac OS X 10.6 Snow Leopard-ის მიმოხილვა

მაშ ასე, უკვე კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეფლმა გახსნა რა WWDC-ი, წარმოგვიდგინა არა მარტო უფრო იაფი მაკები, ახალი iPhone 3GS, არამედ პრაქტიკულად დასრულებული Mac OS X 10.6, კოდური სახელწოდებით Snow Leoaprd (ქართულად ამ ცხოველს ირბისი ჰქვია. მართალია არ შეიძლება სავაჭრო ნიშნების თარგმნა, უბრალოდ მოფერებით ვეძახი :)). ერთი წლის წინ წარმოდენილი, იგი გაიზარდა, მოემატა… Continue reading Mac OS X 10.6 Snow Leopard-ის მიმოხილვა